ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2924-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
010100000.05.001.020863
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ბავშვის უფლებათა კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.019579) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 83-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ამ კოდექსით განსაზღვრული მიზნების მიღწევისთვის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ქმნის უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციურ მექანიზმს. უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

2. 84-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქმნის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში ბავშვის უფლებების რეალიზების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების, მათ შორის, ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის, ბავშვის მიმართ ძალადობის მიზეზებისა და შედეგების, მსჯავრდების შემთხვევების რაოდენობის, შესაბამისი პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ მონაცემების, შეგროვებასა და ანალიზს. მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქციას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან მისი უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამ მიზნების ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

3. 99-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული  სისტემისა და  ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქცია;

ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარდგინებით, ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით დაამტკიცოს უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ დებულება.“.

 

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 მაისი 2023 წ.

N2924-XIმს-Xმპ