1. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს:
ა) 2019 წლის 1 ნოემბრამდე − ამ კოდექსის იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება;
ბ) 2020 წლის 1 იანვრამდე − საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ამ კოდექსის შესაბამისად განახლება.
2. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ:
ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს:
ა.ა) „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულება;
ა.ბ) ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი;
ა.გ) დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
ბ) შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბავშვის მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
გ) შექმნას მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემა.
21. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქცია;
ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარდგინებით, ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით დაამტკიცოს უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ დებულება.
3. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს:
ა) ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები;
ბ) ბავშვის სოციალური განვითარების პროგრამები;
გ) ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები;
დ) ბავშვის დაცვის აღმზრდელობითი პროგრამები;
ე) ბავშვის ჯანმრთელობის მხარდაჭერის პროგრამები;
ვ) ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის პროგრამები;
ზ) ალტერნატიული ზრუნვიდან გასული პირის მხარდაჭერის პროგრამა.
4. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს:
ა) ბავშვის განათლების ხელშემწყობი პროგრამები;
ბ) ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები;
გ) ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები;
დ) ბავშვის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის ხელშემწყობი პროგრამები;
ე) სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე რეაგირების პროგრამები.
5. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ“ დებულება.
6. 2020 წლის 1 მარტამდე მუნიციპალიტეტის ორგანოებმა უზრუნველყონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურების განსაზღვრა.
7. 2020 წლის 1 ივნისამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განახორციელოს საქართველოს საერთო სასამართლოებში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიება.
8. 2020 წლის 1 ივნისამდე საქართველოს სახალხო დამცველმა განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.
9. 2020 წლის 1 ივნისამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − იურიდიული დახმარების სამსახურმა განახორციელოს მის მიერ მომსახურების გაწევისას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიება.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2924 – ვებგვერდი, 25.05.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №259 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
თავი XIVდასკვნითი დებულებე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.02.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 06.02.2025 კანონი №259
- 17.05.2023 კანონი №2924
წინა რედაქცია (27.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 99. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს: ა) 2019 წლის 1 ნოემბრამდე − ამ კოდექსის იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება; ბ) 2020 წლის 1 იანვრამდე − საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ამ კოდექსის შესაბამისად განახლება. 2. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ: ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ა.ა) „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულება; ა.ბ) ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი; ა.გ) დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ბ) შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბავშვის მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; გ) შექმნას მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემა. 21. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქცია; ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარდგინებით, ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით დაამტკიცოს უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ დებულება. 3. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს: ა) ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები; ბ) ბავშვის სოციალური განვითარების პროგრამები; გ) ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები; დ) ბავშვის დაცვის აღმზრდელობითი პროგრამები; ე) ბავშვის ჯანმრთელობის მხარდაჭერის პროგრამები; ვ) ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის პროგრამები; ზ) ალტერნატიული ზრუნვიდან გასული პირის მხარდაჭერის პროგრამა. 4. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს: ა) ბავშვის განათლების ხელშემწყობი პროგრამები; ბ) ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები; გ) ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები; დ) ბავშვის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის ხელშემწყობი პროგრამები; ე) სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე რეაგირების პროგრამები. 5. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ“ დებულება. 6. 2020 წლის 1 მარტამდე მუნიციპალიტეტის ორგანოებმა უზრუნველყონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურების განსაზღვრა. 7. 2020 წლის 1 ივნისამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განახორციელოს საქართველოს საერთო სასამართლოებში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიება. 8. 2020 წლის 1 ივნისამდე საქართველოს სახალხო დამცველმა განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება. 9. 2020 წლის 1 ივნისამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − იურიდიული დახმარების სამსახურმა განახორციელოს მის მიერ მომსახურების გაწევისას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიება. თავი XIVდასკვნითი დებულებები