1. ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის. # # # #

2. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს შესრულებისგან თითოეული ბავშვის დასაცავად სახელმწიფო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს, მათ შორის:

ა) განსაზღვრავს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს კონკრეტული ფორმებისა და პირობების ჩამონათვალს, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ განახლებას;

ბ) ადგენს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს ფორმებისა და ადგილების იდენტიფიცირების წესს, განსახორციელებელ ღონისძიებებს და პასუხისმგებელ უწყებას;

გ) ადგენს ბავშვის დასაქმების მინიმალურ ასაკს, სამუშაო საათებს და სამუშაო პირობების სავალდებულო სტანდარტებს;

დ) ადგენს შრომის ინსპექტირების უფლებამოსილების მქონე უწყებას, რომელსაც შეუძლია მიმართოს ბავშვმა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაშ