წინა რედაქცია (16.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 667. მოგზაურის საზიანო შეთანხმებათა დაუშვებლობა ამ თავით გათვალისწინებული წესები არ შეიძლება შეიცვალოს მოგზაურის საზიანოდ. [მუხლი 667. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)] თავი მეთორმეტე გადაზიდვა-გადაყვანა I. გადაზიდვის ხელშეკრულება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 657-ე, 6571-ე, 6572-ე და 667-ე მუხლები. 9.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ არ მიაწოდა მოსარჩელეს ინფორმაცია ტრანზიტული ვიზის თაობაზე, შესაბამისად, მის მიერ ორგანიზებული მოგზაურობის ხარვეზის გამო მოსარჩელეს 4817 ლარის ზიანი მიადგა.
საქმე №3კ/294-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2002
კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 667-ე და 775-ე მუხლები. კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მოითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქმე №3კ-391-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.08.2000
…გაუწიოს ტურისტს შეთანხმებული მომსახურება. ამგვარი მომსახურების შესახებ მხარეებს შორის რაიმე შეთანხმება არ არსებულა, რის გამოც შპს,,რ.” ბერ ჩაითვლება მოგზაურობის მომწყობად და მასზე ვერ გავრცელდება სამოქალაქო კოდექსის 657-ე, 667-ე მუხლებით დადგენილი პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც, შპს,,რ-მა” იკისრა პასუხისმგებლობა პ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 667, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-667/