მუხლი 665. უარი ხელშეკრულებაზე მოგზაურობის დაწყებამდე
1. ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
2. ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას. ამავე დროს, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად.
[მუხლი 665. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 665. უარი ხელშეკრულებაზე მოგზაურობის დაწყებამდე 1. ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. 2. ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას. ამავე დროს, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად. [მუხლი 665. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ას-1114-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
…მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა. 9.1.1 მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, 2885 ლარის გადახდა დაეკისრა. 9.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 663-ე, 657-ე, 665-ე მუხლებით. 10. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი 10.1 მოპასუხემ (ტურისტულმა საწარმომ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის…
…მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში რაიმე სახის საჯარიმო სანქციების შეთანხმება არ დასტურდება, ხოლო მესამე პირის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაცია შემხებლობის მატარებელი ვერ იქნება არსებულ დავასთან. 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 665-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამავე მუხლი მე-2…
…ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ-----ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე, 665-ე მუხლებით. 6. სამართლებრივი შეფასება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული…
…და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე, 665-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი…