მუხლი 663. მოგზაურობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა
1. 659 – 662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე. ვადის გასვლის შემდეგ ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში.
2. ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას.
[მუხლი 663. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 663. მოგზაურობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა 1. 659 _– 662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე. ვადის გასვლის შემდეგ ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში. 2. ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას. [მუხლი 663. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ას-1114-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
…ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა. 9.1.1 მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, 2885 ლარის გადახდა დაეკისრა. 9.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 663-ე, 657-ე, 665-ე მუხლებით. 10. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი 10.1 მოპასუხემ (ტურისტულმა საწარმომ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის…
…- მხარეთა ახსნა-განმარტება. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.6. სასმართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მიუთითებ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლის თანახმად, 659-662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში…
…კი შესულია 2016 წლის აპრილის და ივლისის თვეებში. ამასთან, მოსარჩელე მხარემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ზუსტი თარიღი, თუ როდის დაუბრუნა მას მოპასუხე მხარემ - 100 აშშ დოლარი არ ახსოვს, თუმცა სავარაუდოდ ეს მოხდა - 2014 წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლის თანახმად, 659-662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში…
…მოპასუხის გამდიდრების კომპონენტი. მოპასუხე მხარემ ყურადღება გაამახვილა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და მიუთითა, რომ მოსარჩელეების მიერ მიღებული ტურისტული პაკეტით მოგზაურობის პერიოდი იყო 14.07.2018-21.07.2018. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის ათვლა უნდ დაიწყოს სწორედ 2018 წლის 22 ივლისიდან. მოსარჩელეების მიერ…