1. მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი ხარვეზები, რომლებსაც შეუძლიათ გააუფასურონ ან შეამცირონ მოგზაურობის მნიშვნელობა ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
2. თუ მოგზაურობას ასეთი ხარვეზები აქვს, მაშინ ტურისტს შეუძლია მოითხოვოს მათი აღმოფხვრა. მოგზაურობის მომწყობს უფლება აქვს უარი თქვას ხარვეზების გამოსწორებაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.
3. თუ მოგზაურობის მომწყობი არ აღმოფხვრის ხარვეზებს ტურისტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაშინ ტურისტს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ხარვეზები და მოითხოვოს მათზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ მოგზაურობის მომწყობი უარს იტყვის ხარვეზების აღმოფხვრაზე, ან თუ ტურისტი დაინტერესებულია ხარვეზის დაუყოვნებელი აღმოფხვრით.
[მუხლი 659. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 659. მოგზაურობის ხარვეზები 1. მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი ხარვეზები, რომლებსაც შეუძლიათ გააუფასურონ ან შეამცირონ მოგზაურობის მნიშვნელობა ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის. 2. თუ მოგზაურობას ასეთი ხარვეზები აქვს, მაშინ ტურისტს შეუძლია მოითხოვოს მათი აღმოფხვრა. მოგზაურობის მომწყობს უფლება აქვს უარი თქვას ხარვეზების გამოსწორებაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. 3. თუ მოგზაურობის მომწყობი არ აღმოფხვრის ხარვეზებს ტურისტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაშინ ტურისტს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ხარვეზები და მოითხოვოს მათზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ მოგზაურობის მომწყობი უარს იტყვის ხარვეზების აღმოფხვრაზე, ან თუ ტურისტი დაინტერესებულია ხარვეზის დაუყოვნებელი აღმოფხვრით. [მუხლი 659. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
…რომ ვერ გაიზიარებდა მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ უნდა დაჰკისრებოდა პასუხისმგებლობა დასახელებული გარემოების გამო, რადგანაც სინას მთის მონახულება არ შედიოდა ტურისტული მომსახურების პაკეტში. სასამართლომ სსკ-ის 659-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი ხარვეზები,…
…ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხარეთა შორის არსებული ურთიერთობების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 659-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის წესს, რომლის თანახმად, მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი…
საქმე №3კ-391-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.08.2000
…ფირმა ვალდებულია აღმოფხვრას ეს ხარვეზი. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობა ხორციელდებოდა ინდივიდუალურად, იგი არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 659-ე და 662-ე მუხლები, რის გამოც იგი მოითხოვს: შეიცვალოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაეკისროს ფირმა,,რ-ს” მის სასარგებლოდ 2450 აშშ დოლარის, როგორც მიყენებული…
…ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 104-ე, 316- 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 657-ე, 659-ე, 660-ე და 662-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი…
…სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 659-ე მუხლის პირველი ნაწილი ასევე ადგენს ქცევის წესს, რომლის თანახმად, ტურისტული მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას…