გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7150-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 აგვისტო 2018 წ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - ს------------–---–ი, ი-–-----------–---–ი, ზ--------------–---–ი
კანონიერი წარმომადგენელი - თ-------------ი, გ----------------–---–ი
მოსარჩელე - გ----------------–---–ი
წარმომადგენელი - ხ------------ა, მ--------------ა, მ---–-----------–---ი
მოპასუხე - შ-----------–-----------ი"
წარმომადგენელი - ც-------------ი, ს---–-----------ე
დავის საგანი - თანხის დაბრუნება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე შ-----------–-----------ს“ დაეკისროს 2015 წლის 29 მაისის N--------, N-------- და N-------- ტურისტული და სასწავლო მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილი თანხის 3800 ლარის გ----------------–---–ისათვის დაბრუნება. კერძოდ, ს------------–---–ის სასარგებლოდ N-------- ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი 1300 ლარის, ი-–-----------–---–ის სასარგებლოდ N-------- ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი _ 1250 ლარისა და ზ--------------–---–ის სასარგებლოდ N-------- ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი _ 1250 ლარის დაბრუნება (სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 2090 ლარამდე).
1.2 მოპასუხე შ-----------–-----------ს“ ს------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ ტრანსპორტირების ხარჯი - 300 ლარის ოდენობით, ტრავმატოლოგთან ვიზიტის ხარჯი - 25 ლარის ოდენობით, რენდგენის გადაღებისათვის გადახდილი - 60 ლარი და მომვლელისათვის 21 დღის განმავლობაში გადახდილი თანხა 500 ლარის ოდენობით, ჯამში _ 885 ლარი.
1.3 მოპასუხე შ-----------–-----------ს“ მოსარჩელეების ს------------–---–ის, ი-–-----------–---–ის და ზ--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეულისათვის 3800 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წლის 29 მაისს ს---, ი-–-- და ზ--------------–---–ების კანონიერ წარმომადგენელ გ----------------–---–სა (მამა) და მოპასუხე შ----------–-----------ი“-ს წარმომადგენელს შორის გაფორმდა ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ N--------, N-------- და N-------- ინდივიდუალური ხელშეკრულებები.
ხელშეკრულებების 1-ლი მუხლის 1.1 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ქმნიდა საზაფხულო სკოლის პროგრამას 9-17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, პროგრამის ხანგრძლივობა, მოიცავდა 20 დღეს (19 ღამე). სასწავლო ჯგუფები დაკომპლექტებული იქნებოდა 20 ბავშვითა და 2 მასწავლებლით, ხოლო აღნიშნულ ჯგუფს ზედამხედველობას გაუწევდა შემსრულებლის ერთი თანამშრომელი.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გ----------------–---–მა გადაიხადა ტურისტული და სასწავლო მომსახურების საფასური - ზ----ა და ი-–-----------–---–ის სასარგებლოდ N--------; N-------- ხელშეკრულებების საფუძველზე 1250-1250 ლარის ოდენობით, ხოლო ს------------–---–ის სასარგებლოდ N-------- ხელშეკრულების საფუძველზე 1300 ლარი, ჯამში - 3800 ლარი. ამავე ხელშეკრულებების თანახმად, მოპასუხე იღებდა ვალდებულებას ბავშვთა მზრუნველობასა და პროგრამის მიმდინარეობისას მათი ჯანმრთელობის საკუთარი ხარჯით დაზღვევაზე.
2015 წლის 5 ივლისს ბავშვები გაემგზავრნენ დასასვენებლად ბ---------ში. 2015 წლის 13 ივლისს, ი-–-----------–---–ი ღამის თორმეტი საათისთვის ბანაკის თანამშრომელთა მიერ ჩამოყვანილ იქნა სახლში, რა დროსაც აღმოჩნდა რომ ბავშვს აღენიშნებოდა თვალის ჩალურჯება და ჰემატომა. ი-–-----------–---–ის მშობლებმა სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით მიმართეს სამედიცინო დაწესებულება „---–-------–----ას“, სადაც ბავშვს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა და მიეცა მედიკამენტოზ----ი მკურნალობისათვის დანიშნულება.
2015 წლის 15 ივლისს ს------------–---–ი მობილურით დაუკავშირდა დედას, თ-------------ს და აუხსნა რომ ორი დღის განმავლობაში ტკიოდა ხელი, იყო ცუდად და არავინ აქცევდა ყურადღებას. აღნიშნული საუბრის შემდგომ თ-------------ი დაუკავშირდა ბ---------ში მოპასუხის წარმომადგენელს, რომელმაც განუმარტა, რომ ბავშვს სერიოზული არაფერი სჭირდა და მხოლოდ ხელი ჰქონდა ნაღრძობი. 2015 წლის 16 ივლისს, მშობლები გაემგზავრნენ ბ---------ში ვითარების გასარკვევად. ადგილზე ჩასულებს ს------------–---–ი დახვდათ ხელგადახვეული. მას ვიზუალურად ეტყობოდა განცდილი ტკივილის კვალი, იყო წონაში დაკლებული და ითხოვდა სახლში დაბრუნებას. როგორც გაირკვა, ს------------–---–ს ორი დღის განმავლობაში არ ჩატარებია სამედიცინო გამოკვლევა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვების დედა დაუკავშირდა მოპასუხე მხარეს, ს------------–---–ი გასინჯულ იქნა ექიმის მიერ და ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ხელზე დადებულ იქნა თხელი ფენის თაბაშირი.
2015 წლის 16 ივლისს, ს------------–---–ის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გასინჯვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მას მოტეხილი ჰქონდა ხელი, საჭირო გახდა ხელზე ახალი თაბაშირის დადება და მედიკამენტოზ----ი მკურნალობა, რაშიც მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს 120 ლარი. ვინაიდან ბავშვი 21 დღის განმავლობაში საჭირდებოდა განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას, ოჯახს დასჭირდა მომვლელის დაქირავება, რომლისთვისაც გადახდილ იქნა 500 ლარი. ამას გარდა, ბავშვებმა ვერ მოახერხეს ზაფხულის განმავლობაში თბილისიდან გასვლა, რაც ასევე უარყოფითად აისახა მათ ჯანმრთელობაზე.
2. მოპასუხე მხარეთა პოზიცია
მოპასუხე შ-----------–-----------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნათა უსაფუძვლობაზე, შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით: მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, კომპანიის ვალდებულებას წარმოადგენდა ბავშვებზე მზრუნველობა პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში, ხოლო ამავე ხელშეკრულებათა 2.2. პუნქტის საფუძველზე დამკვეთი ვალდებული იყო მოპასუხისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ.
ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ შემსრულებლისათვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ ი-–-----------–---–ი ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციებს ჯგუფში. ფაქტის შესახებ ეცნობათ ბავშვის მშობლებს. მშობლებთან სატელეფონო კონტაქტის მიუხედავად, ი-–-- კვლავ განაგრძობდა კონფლიქტური სიტუაციების შექმნას, რის თაობაზეც 2015 წლის 13 ივლისს განმეორებით შედგა ბავშვის მშობლებთან კომუნიკაციის და შეთანხმდნენ, რომ ი-–-- დაბრუნდებოდა თ---–--–ი. ვინაიდან მშობლები ვერ ახერხებდნენ ბ---------ში ჩასვლას, მათი თხოვნით, მოპასუხემ თავად უზრუნველეყო ბავშვის ტრანსპორტირება, რაც განხორციელდა 13 ივლისს. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით კი დასტურდება, რომ პაციენტის ვიზიტი ექიმთან განხორციელებულია 2015 წლის 17 ივლისს.
რაც შეეხება ს------------–---–ს, მოპასუხე მხარის განმარტებით, მან 2015 წლის 15 ივლისს, გვიან საღამოს გაამხილა ხელის ტკივილის თაობაზე, რის შემდეგაც დაუყონებლივ იქნა მოწვეული ექიმი-ტრამვატოლოგი. არასრულწლოვანს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა. აღნიშნულზე, იმავე დღეს განხორციელდა მშობლებთან სატელეფონო კომუნიკაცია რამდენჯერმე. მშობლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ 16 ივლისს არასრულწლოვანისთვის უნდა გადაეღოთ რენდგენი, რაზეც ბავშვის დედამ უპასუხა, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა ბ---------ში ჩასვლა და აღნიშნული პროცედურა მის გარეშე არ განეხორციელებინათ. ბ---------ში ჩამოსვლისთანავე, 2016 წლის 16 ივლისს თ-------------მა განცხადებით, მიმართა მოპასუხეს, ოჯახური პირობების გამო, შვილების _ ს---, ი-–-- და ზ--------------–---–ების ბანაკიდან გათავისუფლებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ასევე ითხოვა თანხის 1710 ლარის მის ანგარიშზე ჩარიცხვა.
შ-----------–-----------მა“ თანხა, რომელიც დაანგარიშებული იქნა მოსარჩელის შვილების სასწავლო პროგრამის ფარგლებში გამოუყენებელი დღეების შეს---მისად, 2016 წლის 16 ივლისს ს----------------ი“-ს მეშვეობით გადაურიცხა მოსარჩელე გ----------------–---–ს, რითაც მხარეთა შორის შეწყდა კონკრეტული ხელშეკრულებები. შეს---მისად, გაურკვეველია რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე შეწყვეტილი ხელშეკრულებებიდან გასვლას, მაშინ როდესაც მოსარჩელე მხარეს არანაირი ზიანი არ მიდგომია შ---------–-----------ის“ მხრიდან.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მიუხედავად მშობლების ინფორმირებულობისა, რომ მათი შვილები მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულ იყვნენ და გადაეგზავნათ კიდეც ს------------–---–ის პოლისის ასლი, მოსარჩელე მხარეს დაზღვევით არ უსარგებლია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 29 მაისს ს---, ი-–-- და ზ--------------–---–ების კანონიერ წარმომადგენელ გ----------------–---–სა (მამა) და მოპასუხე შ----------–-----------ი“-ს დირექტორ კ.ჩაკვეტაძეს შორის გაფორმდა ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ N--------, N-------- და N-------- ხელშეკრულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.05.2015 წლის N--------, N-------- და N-------- ხელშეკრულებები ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 17-25).
3.1.2. გ----------------–---–ის მიერ სრულად იქნა გადახდილი N--------, N-------- და N-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებილი მომსახურების საფასური ჯამში 3800 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო დავალებები (ს.ფ.31-33);
3.1.3. 2015 წლის 5 ივლისს ს---, ი-–-- და ზ--------------–---–ები გაემგზავრნენ საზაფხულო ბანაკში, დ--- ბ---------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები)
3.1.4. 2015 წლის 13 ივლისს შ----------–-----------მა“ უზრუნველყო ი-–-----------–---–ის თ---–--–ი ჩამოყვანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
3.1.4. ი-–-----------–---–ს 2015 წლის 17 ივლისს შ--------–-------–----ა“-ში ვიზიტის შედეგად, დაუდგინდა მარცხენა თვალის ქუთუთოების ბლაგვი ტრავმა, კონიუქტივალური სისხლჩაქცევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ.160).
3.1.5. უდავო გარემოებაა, რომ ს------------–---–მა საზაფხულო სკოლაში მიიღო მარცხენა ხელის ტრავმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
3.1.6. 2015 წლის 16 ივლის თ-------------მა განცხადებით მიმართა შ----------–-----------ს“ ოჯახური პირობების გამო ს---, ი-–-- და ზ--------------–---–ების ბანაკიდან გაყვანის, 2015 წლის 29 მაისს დადებული ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ N--------, N-------- და N-------- ხელშეკრულებების შეწყვეტისა და 1710 ლარის მის ანგარიშზე ჩარიცხვის მოთხოვნით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- თ. ნ----------- განცხადება (ს.ფ 62);
3.1.7. შ-----------–-----------მა“ ი-–--, ს--- და ზ--------------–---–--ის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გამოუყენებელი დღეების შეს---მისად, 2016 წლის 16 ივლისს ს----------------ი“-ს მეშვეობით გ----------------–---–ს გადაურიცხა თანხა 1710 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 16.0------ წლის საგადასახადო დავალება (ს.ფ. 64).
3.1.8. 2015 წლის 16 ივლისს, ქ.თ---–--–ი, ს---------------–-------------------–ში“, მიმართვისას, ს------------–---–ის ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე. მოკლე ანამნეზის თანახმად: პაციენტი უჩიოდა ტკივილს და აღენიშნებოდა შესიება მარცხენა სხივ-მაჯის სახსრების არეში. პალპაციით მტკივნეული. მოძრაობა შეზღუდული.
ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, მოსარჩელეს დაუდგინადა მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობა ქვემო-3ში, დამაკმაყოფილებელი დგომით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 16.0------ წლის ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 34-35);
- პაციენტის სამედიცინო ბარათი (ს.ფ.167-174);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შეს---მისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
3.2.1. საქმის მასალებით, არ დასტურდება შ----------–-----------ი“-ს მხრიდან, 2015 წლის 29 მაისს ი-–-- და ზ--------------–---–ების სასარგებლოდ დადებული ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ N-------- და N-------- ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი.
3.2.2. საქმის მასალებით უტყუარად ვერ დასტურდება, რომ ი-–-----------–---–მა თვალის ბლაგვი ტრავმა მიიღო საზაფხულო სკოლაში.
მოპასუხესა და გ----------------–---–ს შორის გაფორმებული ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების, იდენტური 2.1 პუნქტების თანახმად, განსაზღვრულ იქნა „შემსრულებლის“ სახელშეკრულებო ვალდებულებები, მათ შორის, უზრუნველეყო ბავშვი დაზღვევით და უფასო სამედიცინო კონსულტაციით (2.1.2.პ), ეკისრა ბავშვზე მზრუნველობა, პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, „მოპასუხის უპასუხისმგებლო და გაუფრთხილებელი ქცევით არასრულწლოვან ი-–-----------–---–ს დაუზიანდა ჯანმრთელობა, რასაც მოჰყვა სამედიცინო მკურნალობის გაგრძელება. აღნიშნულის დასტურად მხარე უთითებს 2015 წლის 17 ივლისის შ-------–---------–----ას“-ს მიერ გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, რომლშიც მითითებულია რომ ი-–-----------–---–ს ექიმთან ვიზიტის შედეგად დაუდგინდა მარცხენა თვალის ქუთუთოების ბლაგვი ტრავმა, კონიუქტივალური სისხლჩაქცევა.
უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებასთან შეს---მისობის თვალსაზრისით, არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია თავად მოსარჩელე მხარის განმარტებები, კერძოდ: თ.ნ----------- განმარტებით მას შემდეგ რაც მოპასუხის წარმომადგენლებმა ი-–-- ჩამოუყვანეს ბ---------იდან და აღმოაჩინა რომ ბავშვს თვალის ქონდა დასიებული და აღენიშნებოდა ჰემატომა, რომელიც მეორე დღეს გაურთულდა, დაუყონებლივ მიმრთა ექიმს (იხ. 0-------წ სასამართლო სხდომის ოქმი), ხოლო გ----------------–---–ის განმარტების თანახმად, მას შემდეგ რაც ს--- ჩამოიყვანეს ბ---------იდან, „ბავშვები ერთად მიიყვანეს ექიმთან“ (იხ.1-------წ სასამართლო სხდომის ოქმი). სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, საყურადღებოა, მოპასუხის განმარტება, რომ არც ი-–-----------–---–ის სკოლიდან ოჯახში დაბრუნებისას (2015 წლის 13 ივლისი) და არც საზაფხულო ბანაკში მშობლების ჩასვლის დროს (16 ივლისი), ბავშვის მშობლებს არ გამოუთქვამთ მოპასუხის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია ი-–-----------–---–ის მიერ მიღებულ თვალის დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურეს ბავშვის მშობლებმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ეთანხმება მოპასუხე მხარის შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის აპელირება შ-------–---------–----ას“-ს მიერ გაცემულ, 17.07.15 წლით დათარიღებულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, ცალსახად და უტყუარად ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არასრულწლოვანმა აღნიშნული დაზიანება მიიღო 4 დღით ადრე, სწორედ საზაფხულო სკოლაში.
3.2.3. მოსარჩელე მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ საზაფხულო სკოლაში მიღებული ტრავმების გამო, ბავშვებს ზაფხულის გატარება მოუწიათ ქალაქში, რაც უარყოფითად აისახა მათ სულიერ მდგომარეობაზე, ვერ იქნა გამყარებული დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით, რომლებიც კონკრეტულ მტკიცებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული.
3.2.4. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ შ----------–-----------მა“ ჯეროვნად ვერ შეასრულა N-------- C--- ხელშეკრულების 2.1.5 პუნქტით ნაკისრი, საზაფხულო სკოლის პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში ს------------–---–ზე სათანადო მზრუნველობის განხორციელების ვალდებულება, რამაც კონკრეტული გამოხატულება ჰპოვა არასრულწლოვანზე ზრუნვის ელემენტარული, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის სტანდარტის დაუცველობაში.
ს------------–---–ის მიერ საზაფხულო სკოლაში ხელის დაზიანების, უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ არასრულწლოვანმა განიცადა როგორც ფიზიკური, ასევე ზნეობრივ-ფსიქიკური ტანჯვა, ვინაიდან საგანგებო მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ ადამიანის და განსაკუთრებით მოზარდის, ჯანმრთელობის დაზიანება უარყოფით გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე, მით უფრო როდესაც ეს უკანასკნელი მოკლებულია მშობლების მზრუნველობას.
სადავო გარემოებას, რომ მშობლის ჩამოსვლამდე, ს------------–---–ს მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობით 2 დღის მანძილზე მოუწია საზაფხულო სკოლაში, კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისა და შეს---მისი დანიშნულების გარეშე ყოფნა, რის შედეგადაც მან ძლიერი სულიერი ტკივილი განიცადა, ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 16 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა 100), სადაც „-------------–--------------------–ის“ მკურნალი ექიმის მიერ მითითებულია, რომ ავადმყოფობის მიმდინარეობა პაციენტის სტაციონარში მიმართვისას 16.07.15წლის 15:00საათზე იყო მწვავე, „პაციენტი უჩივის ტკივილს და აღენიშნება შესიება მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის არეში, პალპაციით მტკივნეულია, მოძრაობა შეზღუდული“. ტრავმატოლოგის კონსულტაციისა და რენდგენოგრაფიის საფუძველზე, პაციენტს დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობა ქვემო-3ში, დამაკმაყოფილებელი დგომით შ52.5. ჩატარებული მკურნალობა: თაბაშირის იმობილიზაცია. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: ესაჭიროება ორთოპედიული რეჟიმი - თაბაშირის იმობილიზაცია 3 კვირის განმავლობაში.
სასამართლო დამატებით მოიხმობს ს------------–---–ის დედის განმარტებებს, რომ მას მობილურზე დაუკავშირდა შვილი, რომელმაც აუხსნა რომ ტკიოდა ხელი და არავინ ყურადღებას არ აქცევდა... რომ ბ---------ში ჩასულ მშობლებს ს--- დაჟინებით სთხოვდა შინ წაყვანას, რაც ასევე თანხვედრაშია სასამართლო პროცესზე თავად ს------------–---–ის მიერ დაფიქსირებულ განმარტებასთან, რომ „ექიმი იყო თბილიში და ჩამოვიდა მომდევნო დღის მეორე დღეს“, რომ ძალიან სტკიოდა ხელი და ქონდა სიცხე (იხ.2-------წ სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო მიუთითებს რომ მოსარჩელის აღნიშნული არგუმენტაციის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შ---------–-----------ის“ მიერ სადავო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტს და შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით რომ ბავშვს დროულად გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხემ ვერ დააკონკრეტა თუ როდის და რომელი სამედიცინო დაწესებულების ექმის მიერ განხორციელდა არასრულწლოვანისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და რატომ თავად არ ისარგებლა ბავშვის დაზღვევის პოლისით. მოპასუხეს სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ასევე არ გაუქარწყლებია არასრულწლოვანის დედის საფუძვლიანი პრეტენზია, რომ საზაფხულო სკოლის ადმინისტრაციამ დროულად არ აცნობა მისი შვილის მიერ მიღებული ტრავმის თაობაზე, რაც ასევე მოპასუხე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
3.2.5 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ ს------------–---–ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 185 ლარს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ სარჩელებზე, სწორედ მოსარჩელე მხარეა ვალდებული ამტკიცოს არა მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტი, არამედ მისი ოდენობაც.
კონკრეტულ შემთხვევაში, მატერიალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტება, 885 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის თაობაზე და სარჩელზე თანდართულ კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ს------------–---–ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენს 185 ლარს, საიდანაც 85 (25+65) ლარი არის დოკუმენტურად დადასტურებული პაციენტის ტრავმატოლოგთან ვიზიტისა და რენდგენის გადაღების ხარჯი, ხოლო 100 ლარი - მგზავრობისათვის გაწეული ხარჯის, სასამართლოს მიერ განსაზღვრული გონივრული ოდენობა.
სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, 21 დღის განმავლობაში ს------------–---–ის მომვლელისათვის 500 ლარის ოდენობით თანხის გადახდის ფაქტი. სარჩელში სათანადო მითითების მიუხედავად, მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არც კონკრეტული თანხის მზრუნველისათვის გადახდის და არც მითითებულ პერიოდში, თ.ნ----------- დასაქმების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება.
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს რომ ს------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: შ-----------–-----------ს“ ს------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3000 ლარის ოდენობით მორალური ზიანისა და 185 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
ი-–-- და ზ--------------–---–ების სარჩელები შ-----------–-----------ი“-ს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ასევე გ----------------–---–ს სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 352-ე, 361-ე, 405-ე, 408-ე, 413-ე, 629-ე, 657-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი. ხელშეკრულება მხარეთა ნების დეკლარაციაა და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს და აისახება მათ უფლება-მოვალეობებზე.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2015 წლის 29 მაისს ერთის მხრივ ს---, ი-–-- და ზ--------------–---–ების კანონიერ წარმომადგენელ გ----------------–---–სა და მეორეს მხრივ მოპასუხე შ----------–-----------ი“-ს დირექტორს შორის გაფორმდა ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ, იდენტური შინაარსის სამი _ N--------, N-------- და N-------- ინდივიდუალური ხელშეკრულებები.
ხელშეკრულებები, მათი დასათაურების, პირობებისა და შესრულების არსის გათვალისწინებით, წარმოადგენს შერეულ ხელშეკრულებებს და მოიცავს როგორც ნარდობის ასევე ტურისტული ხელშეკრულების მახასიათებელ ელემენტებს და განსაზღვრავს თითოეული მხარის (დამკვეთისა და შემსრულებლის) დამოუკიდებელ უფლება-მოვალეობებს მეორე მხარის მიმართ.
კერძოდ, ხელშეკრულებების 1-ლი მუხლის 1.1 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ქმნიდა საზაფხულო სკოლის პროგრამას 9-17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც წარმატებით აითვისებდნენ ინგლისური ენის სასკოლო პროგრამას. პროგრამის ხანგრძლივობა, შეადგენდა 20 დღეს (19 ღამე). შემსრულებლის მიერ გაწეული ტურისტული და სასწავლო მომსახურების სანაცვლოდ დამკვეთის ვალდებულებას წარმოადგენდა გადაეხადა ხელშეკრულებებით განსაზღვრული მომსახურების საფასური - ზ----ა და ი-–-----------–---–ის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებების (N--------; N--------) თანახმად 1250-1250 ლარი, ხოლო ს------------–---–ის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების (N--------) თანახმად 1300 ლარი, ჯამში - 3800 ლარი. მოსარჩელის მიერ აღნიშნული თანხის შემსრულებლისათვის სრულად გადახდის ფაქტი სადავო არ არის.
6.2. მოსარჩელე გ----------------–---–ი სადავოდ ხდის შ-----------–-----------ის“ მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტს _ ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც დამკვეთს გააჩნდა შესრულების მიმართ და ითხოვს, მოპასუხის მიერ ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ N--------, N-------- და N-------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილი თანხების სრულად დაბრუნებას სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 352-ე მუხლების საფუძველზე; ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანია გ----------------–---–ის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების მართლზომიერება.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ „სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, თუმცა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე.
ნარდობის ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 636-ე მუხლზე, რომელიც ადგენს შემკვეთის უფლებას უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე და განმარტავს, რომ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი კანონმდებელმა მიანიჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება. სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 659-ე მუხლის პირველი ნაწილი ასევე ადგენს ქცევის წესს, რომლის თანახმად, ტურისტული მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი ხარვეზები, რომლებსაც შეუძლიათ, გააუფასურონ ან შეამცირონ მოგზაურობის მნიშვნელობა ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის. 660-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, მოგზაურობის ხარვეზის გამო, ღირებულების შემცირების შესაძლებლობას, კერძოდ, ნორმის დანაწესით, თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები. აღნიშნული ნორმების დანაწესის თანახმად, მიუხედავად იმისა, არსებობს რაიმე უმნიშვნელო ხარვეზი, თუ, მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო, მოგზაურობამ საერთოდ დაკარგა ინტერესი (გაუფასურდა), კანონი ითვალისწინებს მხოლოდ ხარვეზიანად მიჩნეული პერიოდის შეს---მისი თანხის დაბრუნებას ტურისტისთვის
.
დადგენი-–--, რომ 2015 წლის 5 ივლისს ს---, ი-–-- და ზ--------------–---–ები გაემგზავრნენ საზაფხულო სკოლაში. სასკოლო პროგრამის ხანგრძლივობა, ხელშეკრულებების თანახმად შეადგენდა 20 დღეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი-–-----------–---–მა სკოლა დატოვა 2015 წლის 13 ივლისს და მშობლებთან შეთანხმებით შ----------–-----------ი“-მა უზრუნველყო ბავშვის ჩამოყვანა თ---–--–ი; ს--- და ზ--------------–---–ებმა საზაფხულო სკოლაში დაჰყვეს 2015 წლის 16 ივლისამდე.
მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 16 ივლისით დათარღებული განცხადებით დასტურდება ის ფაქტი, რომ ბავშვების დედამ, თ-------------მა მიმართა შ-----------–-----------ი“-ს დირექტორს და მოითხოვა ოჯახური პირობების გამო ბავშვების ბანაკიდან გათავისუფლება. ამ მოტივით „შემსრულებელთან“ დადებული ხელშეკრულებების შეწყვეტა და 1710 ლარის ოდენობით თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვა.
შ-----------–-----------მა“ ი-–--, ს--- და ზ--------------–---–--ის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გამოუყენებელი დღეების შეს---მისად, იმავე დღეს, 2016 წლის 16 ივლისს ს----------------ი“-ს მეშვეობით გ----------------–---–ს გადაურიცხა 1710 ლარის ოდენობით თანხა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ისარგებლა ხელშეკრულების შეწყვეტის აღმჭურველი უფლებით და 2015 წლის 16 ივლისს დაასრულა სახელშეკრულებო ურთიერთობა, თ.ნ----------- განცხადებაში დაფიქსირებული სასურველი სამართლებრივი შედეგით _ დაიბრუნა ი-–--, ს--- და ზ--------------–---–--ის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გამოუყენებელი დღეების შეს---მისად, წინასწარ გადახდილი მომსახურების ღირებულებიდან 1710 ლარი _ სასამართლო მიიჩნევს რომ გ----------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა გადახდილი თანხის სრულად დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ზემოთმოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს რომ კრედიტორის უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება გულისხმობს მოვალეზე კანონით დადგენილი წესით ქონებრივ ზემოქმედებას, 408-ე მუხლით განსაზღვრული პირობებით _ ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით, ფულადი, ან სხვა ნებისმიერი ფორმით, მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული; ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა სხვა პირს.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს შორის უმნიშვნელოვანესია ერთ-ერთი მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გზით. ამასთან, სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება), მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და როგორც წესი, ვალდებულების დარღვევა უნდა იყოს ბრალეული.
აღნიშნული წინაპირობათაგან, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ქმედების მართლწინააღმდეგობას და განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება არამართლზომიერი ქმედებაა (მოქმედება/უმოქმედობა) და გამოხატავს ქმედების წინააღმდეგობას არა მხოლოდ პოზიტიური სამართლის (კანონის) ნორმებთან, არამედ წინააღმდეგობას კულტურისა და ზნეობის ნორმებთან. შეს---მისად, როდესაც ქმედება ხელყოფს ადამიანის ისეთ ფუნდამენტალურ უფლებებს (როგორიცაა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების და სხვ.), რომელიც სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ საგანს წარმოადგენს, მართლწინააღმდეგობა იმთავითვე სახეზეა.
განსახილველ შემთხვევაში როდესაც დადგენი-–-- რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი როგორც სამართლებრივი გარანტის ვალდებულება, არასრულწლოვანზე სათანადო მზრუნველობის განხორციელებისა; ამასთანავე, მოსარჩელე მხარემ, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი როგორც ზიანის არსებობის ფაქტის, ასევე მისი ოდენობის დადასტურება, სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს ს------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს 185 ლარით, საიდანაც 25 ლარი წარმოადგენს ს------------–---–ის ტრავმატოლოგთან ვიზიტის ხარჯს, 60 ლარი _ რენდგენის გადაღებაზე გაღებულ ხარჯს, ხოლო 100 ლარი _ მგზავრობისათვის გაწეულ ხარჯს.
6.4. რაც შეეხება მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვან ს---, ი-–-- და ზ----აბ ვარსემაშვილების მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე:
მოსარჩელე მხარე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებს იმ გარემოებაზე ამყარებს, რომ მოპასუხის უპასუხისმგებლო და უხეში გაუფრთხილებლობით ორ არასრულწლოვანს ი-–-- და ს------------–---–ებს დაუზიანდათ ჯანმრთელობა, რასაც მოჰყვა სამედიცინო მკურნალობის გაგრძელება; აგრეთვე, მოპასუხის უყურადღებობით ს------------–---–ი 2015 წლის 14-15 ივლისს განიცდიდა მოტეხილობით გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან სულიერ ტანჯვას; საზაფხულო სკოლაში მიღებული დაზიანებების გამო ბავშვები ვერ გავიდნენ ქალაქგარეთ დასასვენებლად, რაც ასევე უარყოფითად აისახა მათ სულიერ მდგომარეობაზე.
ამდენად განსახილველი სამართალურთიერთობა კონკრეტული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ მორალური ზიანის ანაზღაურებას შეეხება, თუმცა ვინაიდან აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი არც ერთი ნორმა, ნარდობისა და ტურისტული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, სამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისით, სასარჩელო მოთხოვნის მარეგულირებელ სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი წარმოადგენს, როგორც ზოგადი ნორმა, რომელიც ერთნაირად ვრცელდება როგორც დელიქტიდან გამომდინარე, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობებზეც.
სსკ-ის 413-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი თავისთავად ანიჭებს უფლებას დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის, რაც განპირობებულია იმით, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ადამიანის აბსოლუტურ უფლებებს და სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ საგანს წარმოადგენს. ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი უკვე თავისთავად გულისხმობს იმას, რომ დაზარალებულმა განიცადა ტკივილი და სულიერი ტანჯვა, როგორც თვით დაზიანების მიღებისას, ასევე – მკურნალობის პროცესში. ეს სულიერი ტანჯვა შესაძლოა გახანგრძლივდეს იმ შემთხვევაში, თუ, მკურნალობის მიუხედავადაც, დაზარალებული პირი ვერ გამოჯანმრთელდა სრულად ან/და აღენიშნება გადატანილი დაზიანებების კვალი. სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის უშუალო შედეგია.
უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სასამართლო მიუთითებს, რომ ტერმინი ,,მორალური ზიანი’’ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებით მიღებული არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა - ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შეს---მისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის, რაც ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვაა. ამდენად, ნებისმიერი ხელყოფა, რომელიც არსებითად აზიანებს ამ სიკეთეს, მტკიცებულებების არსებობის პირობებში, შესაძლოა გახდეს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი (იხ, სუსგ. №ას-1477-1489-2011).
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ სამოქალაქო სამართალში აღიარებული მხარეთა თანასწორობის მიუხედავად, მეწარმე სუბიექტთა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა სამოქალაქო ბრუნვის სხვა მონაწილეთა პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო აღმატებულია და განსაკუთრებულ გულისხმიერებას მოითხოვს იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ფიზიკურ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებს. უდავოა, რომ განსახილველი შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა სცდება ტიპიური, მომსახურების სამოქალაქო ურთიერთობის ფარგლებს, იმდენად რამდენადაც უკავშირდება 7-დან 17 წლამდე ასკის არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ტურისტული და სასწავლო მომსახურების უზრუნველყოფას. შეს---მისად, მომსახურების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ხელშეკრულების ფარგლებში მშობელთა მიერ შემსრულებლისათვის გადაცემული, საზაფხულო სკოლაში მყოფ ბავშვებზე ზრუნვის სტანდარტების დაცვა მოპასუხე კომპანიის მხრიდან განსაკუთრებულ გულისხმიერებას საჭიროებდა, რაც დადგენი-–-- რომ არასათანადოდ იქნა განხორციელებული ს------------–---–ის მიმართ. სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში ცალსახად იკვეთება საზაფხული სკოლის თანამშრომელთა მხრიდან გულგრილი და არაგულისხმიერი დამოკიდებულება ს------------–---–ის მიერ სკოლაში მიღებულ ტრავმაზე, დროული და სათანადო რეაგირების თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტების ერთობლიობა _ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ზიანის დადგომა, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, განაპირობებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ს------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.
რაც შეეხება უშუალოდ ფულადი კომპენსაციის ოდენობას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, უნდა განხორციელდეს “გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“, სასამართლო მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია; კომპენსაციის მიზანია დაზარალებულის მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება და მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. უფრო კონკრეტულად კი მორალურ ზიანს გააჩნია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. აღნიშნული სამი - სატისფაქციური, რეპრესიული და პრევენციული ფუნქციების კომბინაცია წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების ერთიან მიზანს, რაც უნდა აისახოს მორალური ზიანის ფულად ანაზღაურებაში.
გამსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა ს------------–---–ის ასაკი, ის გარემოებას რომ იმყოფებოდა საზაფხულო ბანაკში მოპასუხის მზრუნველობის ქვეშ, მოზარდის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილი და დისკომფორტი, რაც ასოცირდება უარყოფით განცდებთან, ამგვარი მდგომარეობით გამოწვეული ნეგატიურ პროცესები და სამართლაინობისა და გონივრულობის კრიტერიუმის, ასევე მორალური ზიანის ფუნქციისა და მისი პრევენციული ბუნების გათვალისწინებით, მიიჩნია რომ ს------------–---–ისათვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, შ-----------–-----------ი“-ს უნდა დაეკისროს 3000 ლარის გადახდა.
რაც შეეხება ი-–-- და ზ----აბ ვა------–---–--ის სასარჩელო მოთხოვნებს, მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე, საქმეში არსებული მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ფაქტობრივი გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, რაც ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე გამორიცხავს მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მათი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
საქმეზე თანდართული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის ფასი განსაზღვრულ 17 700 ლარით, ხოლო სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 497.55 ლარი. მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაღებულმა ხარჯმა შეადგინა - 2447 ლარი, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალების ასლით.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენისას არასწორად იქნა გამოთვლილი სარჩელის ფასი, რომელიც შეადგენს 16085 (3800+25+60+300+500+3800X3) ლარს და შეს---მისად, მოსარჩელეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 482.55 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი _ 15 ლარი. მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან _ 25.65 ლარი, სასამართლოს მთავარ სხდომაზე შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 95.55 ლარის ოდენობით. მოპასუხეს ასევე უნდა გადახდეს მოსარჩელე მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯი 500 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ----------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა შ-----------–-----------ი“-ს მიმართ 2015 წლის 29 მაისის N--------, N-------- და N-------- ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილი თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ი-–-----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შ-----------–-----------ი“-ს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. ზ--------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შ-----------–-----------ი“-ს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ს------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შ-----------–-----------ი“-ს მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
4.1. შ-----------–-----------ს“ ს------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.
4.2. შ-----------–-----------ს“ გ----------------–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს 185 ლარის ანაზღაურება.
5. გ----------------–---–ს (პ/ნ0----------) დაუბრუნდეს 2016 წლის 27 იანვარს (საგადასახადო დავალება №1---------) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 497.55 ლარიდან _ 40.65 ლარი.
6. შ-----------–-----------ს“ მოსარჩელე ს------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 95.55 ლარის ანაზღაურება.
7. შ-----------–-----------ს“ მოსარჩელე ს------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი