გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/25857-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - ე---------- შ---–---–ი, ვ-–-------- ზ-------–---–ი
წარმომადგენელი - ბ-----------–---–-
მოპასუხე - შპს ,,ო----------–ი“
წარმომადგენელი - ან---------------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ო----------–ს“ მოსარჩელეების ვ-–-------- ზ-------–---–ის და ე---------- შ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 885 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელეებმა, ვ-–-------- ზ-------–---–მა და ე---------- შ---–---–მა შპს "ო----------–თან" დადებული ზეპირი ხელშეკრულებით მიიღეს მოპასუხის ტურისტული პაკეტი, რომელიც მოიცავდა 4 ადამიანის ავიაბილეთს ჰურგადის მიმართულებით, ასევე 14b7.2018-21.07.2018 სამგზავრო პერიოდში ოთხი ადამიანის სასტუმროში განთავსებას, კვებას, ტრანსფერსა და სამოგზაურო დაზღვევას. აღნიშნული ტურისტული პაკეტის ღირებულებად განისაზღვრა 2348 აშშ დოლარი, საიდანაც ნაწილი 693 აშშ დოლარი მოსარჩელეებს უნდა გადაეხადათ შეთანხმებისთანავე, ხოლო დარჩენილი 1615 აშშ დოლარი 2018 წლის 01 ივლისამდე. სხვა დამატებითი პირობები მხარეთა შორის შესაბამისი ხელშეკრულებით შეთანხმებული არ ყოფილა.
ვ-–-------- ზ-------–---–სა და ე---------- შ---–---–ს "ო----------–ი"-ს სასარგებლოდ, შესაბამისი ტურისტული პაკეტის სანაცვლოდ, გადახდილი აქვთ ტურის სრული ღირებულება 2308 აშშ დოლარი, რამაც ეროვნულ ვალუტაში,გადახდის მომენტისათვის არსებული კურსით, შეადგინა სულ 5770 ლარი.
მოსარჩელე, ვ-–-------- ზ-------–---–ს 2018 წლის ივლისის დასაწყისში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, რის გამოც მიმართა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას - შპს ''ნა----–-----------–---ი, ქა-------–-----–-------------–---კა"-ს და ჩაიტარა სათანადო გამოკვლევები. ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ვ-–-------- ზ-------–---–ი საჭიროებდა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას. ს.ს "აკად. ო. ღუ----–-------------–----------------–---------–-----–------ი"-სთვის მიმართვის შედეგად, ამავე კლინიკაში ვ-–-------- ზ-------–---–ს დაუდგინდა მწვავე აპენდიციტი და 2018 წლის 10 ივლისს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
მოსარჩელეებმა შპს "ო----------–ს", დაუყოვნებლივ შეატყობინეს მე-3 ფაქტობრივ გარემოებაში აღწერილი ფორს-მაჟორული მდგომარეობის თაობაზე. ცალსახა გახლდათ, რომ 2018 წლის 10 ივლისს ჩატარებული ოპერაციის შემდგომ, ვ-–-------- ზ-------–---–ი ვეღარ ისარგებლებდა შპს "ო----------–ი"-ს ტურისტული პაკეტით. შესაბამისად, მოსარჩელეებმა დაუყოვნებლივ ითხოვეს სამოგზაურო პერიოდის რამდენიმე დღით გვიან გადაწევა, რათა ვ-–-------- ზ-------–---–ს შეძლებოდა ოპერაციის შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციის საქართველოში, მკურნალი ექიმების დაკვირვების ქვეშ გავლა. საპასუხოდ, მოპასუხემ განმარტა, რომ სამოგზაურო დროის გადაწევა, ნებისმიერი მიზეზით, საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას, რისი ფინანსური საშუალება, მოსარჩელეებს არ ჰქონდათ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა მიმართეს შპს "ო----------–ს", ნაყიდი ტურისტული პაკეტი უკან დაუბრუნეს და მოითხოვეს პაკეტის ღირებულების სრული ოდენობით უკან დაბრუნება, რაზეც უარი მიიღეს.
მოსარჩელეთათვის გაუგებარი და ბუნდოვანია, რადგან მხარეთა შორის არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, რითიც კანონით გათვალისწინებული შედეგისგან განსხვავებულ იურიდიული შედეგი დადგებოდა. მოსარჩელეთა მხრიდან ტურისტული პაკეტის უკან დაბრუნების მიზეზი ფორს-მაჟორული გარემოება გახდა, რომლის თავიდან აცილებაც მხარეებს არ შეეძლოთ. მოპასუხე მოცემულ სამართალურთიერობაში უსაფუძვლოდ მდიდრდება, რადგან არ არსებობს კანონით გათვალისწინებული გარემოება, რაზე დაყრდნობითაც მოსარჩელეთათვის ტურისტული პაკეტის ღირებულების მხოლოდ 50%-ის უკან დაბრუნება გამართლებული იქნება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზოგადად, ტურისტული კომპანიები მომხმარებელთათვის კონკრეტული პაკეტის შეთავაზების პროცესში, მესამე პირებთან შედიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში. წარმოქმნილი ფორს– მაჟორის შედეგად, ტურისტული პაკეტის უკან დაბრუნების შემთხვევაში, მესამე პირებთან ურთიერთობიდან გამომდინარე ზარალის რისკი ტურისტულ კომპანიაზეა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეების მიერ შეძენილი ტურისტული პაკეტის მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „ი------- თ------–ი" (ს/კ 4--------). ტურის მთლიანი ღირებულება, რომელსაც კლიენტი უხდი ტურაგენტს (შპს „ო----------–ს") საკომისიო პროცენტის გამოკლებით, წარმოადგენს ტუროპერატორის (შპს „ი-------ო თ------–ის") საკუთრებას. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რო მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებს გადაეცათ არა მოპასუხის, არამედ შპს „ი------- თ------–ის" საკუთრებაში არსებული ტურისტული პაკეტი და შესაბამისად, ტურის ღირებულება მიიღო არა მოპასუხემ, არამედ შპს „ი-------ო თ------–მა" შპს „ო----------–ის“ ანგარიშის გავლით. მოპასუხემ ტურისტული პაკეტის შეძენამდე მოსარჩელეებს მიაწოდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია ტურისტული პროდუქტის შესახებ, მათ შორის, სასაზღვრო, ფრენის უსაფრთხოებისა და ტუროპერატორის (შპს „ი-------ო თ------–ის") მიერ დაწესებული საჯარიმო სანქციების შესახებ.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ არსებობდა შეძენილი ტურისტული პაკეტის გაუქმების გადაუდებელი აუცილებლობა მოგზაურობის პერიოდში 14.07.2018-21.07.2018. მოსარჩელეები ვერ ადასტურებენ, რომ დაგეგმილი მოგზაურობა რაიმე საფრთხეს შეუქმნიდა მოსარჩელე ვ-–-------- ზ-------–---–ის სიცოცხლესა დ ჯანმრთელობას.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ტურისტული პაკეტით მოსარგებლე მგზავრს/ტურისტს წარმოადგენდა არა მხოლოდ ვ-–-------- ზ-------–---–ი, არამედ ასევე ე---------- შ---–---–ი, საბა ზ-------–---–ი და ნენე ზ-------–---–ი. იმ პირობებშიც კი თუ დადასტურდებოდა, რომ მოგზაურობა საფრთხეს შეუქმნიდა ვ-–-------- ზ-------–---–ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დანარჩენ მგზავრებს კვლავ შეეძლოთ ესარგებლათ ტურისტული პაკეტით და 14.07.2018-21.07.2018 პერიოდში ემოგზაურათ ეგვიპტეში (ჰურგადაში) რაც თავის მხრივ, გამორიცხავს ტურისტული პაკეტის/მოგზაურობის გაუქმების აუცილებლობას.
მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ ვ-–-------- ზ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინებისთანავე (2018 წლის 11 ივლისი), მოპასუხის მიერ აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ტუროპერატორ შპს „ი-------ო თ------–ს", რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელეთა მიერ შეძენილი ტურისტული პაკეტის მესაკუთრეს. ამასთანავე, ტუროპერატორს შპს „ო----------–მა“ მოსთხოვა, რომ გაეთვალისწინებინათ შექმნილი ვითარება და ტურისტისთვის არ დაეკისრებინათ ჯარიმა. მოპასუხე მოქმედებდა კეთილსინდისიერად იმისათვის, რომ არ გაზრდილიყო შპს „ი-------ო თ------–ის" მიერ მოსარჩელეთათვის დაკისრებული ჯარიმი ოდენობა და ე---------- შ---–---–ს და ვ-–-------- ზ-------–---–ს ტურისტული პაკეტის მთლიანი ღირებულების 50 % მაინც დაბრუნებოდათ ტუროპერატორის, რამდენადაც მგზავრობის მოახლოვებასთან ერთად იზრდებოდა შეკვეთის გაუქმებისათვის დაწესებული ჯარიმა და შესაძლოა შპს „ი-------ო თ------–ს" თანხა საერთოდ არ დაებრუნებინა. მოპასუხე მხარეს შპს „ი-------ო თ------–ის" მიერ ეცნობა, რომ მგზავრების მიერ ჯავშნის გაუქმების გამო ტუროპერატორი (შპს „ი-------ო თ------–ი") ჯარიმის სახით დაიტოვებდა თანხას ტურის ღირებულების 50 %-ის ოდენობით.
რაც შეეხება მოგზაურობის თარიღის ცვლილებას, მოპასუხეს შპს „ი-------ო თ------–ის" მიერ განემარტა, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამატებით საჭირო იქნებოდა 65 აშ დოლარის გადახდა თითოეულ მგზავრზე, რაზეც მოსარჩელე მხარემ განაცხადა უარი. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არ სურდა ტურის თარიღის შეცვლა და ტუროპერატორმა არ გაითვალისწინა შექმნილი ვითარება, შპს „ი-------ო თ------–ის მიერ მოხდა ტურისტული პაკეტის მთლიანი ღირებულების 50%-ის დატოვება საჯარიმო სანქციის სახით.
სრულიად გაუგებარია, მოსარჩელის მითითება მოპასუხე მხარის უსაფუძვლო გამდიდრებაზე იმ პირობებში, როდესაც ტურის მთლიანი ღირებულება ეკუთვნოდა შპს „ი-------ო თ------–ს“ შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხის გამდიდრების კომპონენტი.
მოპასუხე მხარემ ყურადღება გაამახვილა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და მიუთითა, რომ მოსარჩელეების მიერ მიღებული ტურისტული პაკეტით მოგზაურობის პერიოდი იყო 14.07.2018-21.07.2018. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის ათვლა უნდ დაიწყოს სწორედ 2018 წლის 22 ივლისიდან. მოსარჩელეების მიერ სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის სექტემბრის თვეში, რის გამოც ე---------- შ---–---–ისა და ვ-–-------- ზ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვ-–-------- ზ-------–---–მა და ე---------- შ---–---–მა შპს "ო----------–თან" დადებული ზეპირი ხელშეკრულებით მიიღეს მოპასუხის ტურისტული პაკეტი, რომელიც მოიცავდა 4 ადამიანის ავიაბილეთს ჰურგადის მიმართულებით, ასევე 14b7.2018-21.07.2018 სამგზავრო პერიოდში ოთხი ადამიანის სასტუმროში განთავსებას, კვებას, ტრანსფერსა და სამოგზაურო დაზღვევას. აღნიშნული ტურისტული პაკეტის ღირებულებად განისაზღვრა 2348 აშშ დოლარი, საიდანაც ნაწილი 693 აშშ დოლარი მოსარჩელეებს უნდა გადაეხადათ შეთანხმებისთანავე, ხოლო დარჩენილი 1615 აშშ დოლარი 2018 წლის 01 ივლისამდე.
ვ-–-------- ზ-------–---–სა და ე---------- შ---–---–ს "ო----------–ი"-ს სასარგებლოდ, შესაბამისი ტურისტული პაკეტის სანაცვლოდ, გადახდილი აქვთ ტურის სრული ღირებულება 2308 აშშ დოლარი, რამაც ეროვნულ ვალუტაში, გადახდის მომენტისათვის არსებული კურსით, შეადგინა სულ 5770 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტურ პაკეტი (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ვ-–-------- ზ-------–---–სა და ე---------- შ---–---–ს "ო----------–ი"-ს სასარგებლოდ, შესაბამისი ტურისტული პაკეტის სანაცვლოდ, გადახდილი აქვთ ტურის სრული ღირებულება 2308 აშშ დოლარი, რამაც ეროვნულ ვალუტაში, გადახდის მომენტისათვის არსებული კურსით, შეადგინა სულ 5770 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო დავალებები (ს.ფ. 17-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოსარჩელე, ვ-–-------- ზ-------–---–ს 2018 წლის ივლისის დასაწყისში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, რის გამოც მიმართა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას - შპს ''ნა----–-----------–---ი, ქა-------–-----–-------------–---კა"-ს და ჩაიტარა სათანადო გამოკვლევები. ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა,რომ ვ-–-------- ზ-------–---–ი საჭიროებდა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას. ს.ს "აკად. ო. ღუ----–-------------–----------------–---------–-----–------ი"-სთვის მიმართვის შედეგად, ამავე კლინიკაში ვ-–-------- ზ-------–---–ს დაუდგინდა მწვავე აპენდიციტი და 2018 წლის 10 ივლისს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ს.ფ. 29-26);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მოპასუხე შპს "ო----------–ს", მოსარჩელე მხარის მიერ ეცნობა ვ-–-------- ზ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე, და მოსარჩელეებმა დაუყოვნებლივ ითხოვეს სამოგზაურო პერიოდის რამდენიმე დღით გვიან გადაწევა, რათა ვ-–-------- ზ-------–---–ს შეძლებოდა ოპერაციის შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციის საქართველოში, მკურნალი ექიმების დაკვირვების ქვეშ გავლა. საპასუხოდ, მოპასუხემ განმარტა, რომ სამოგზაურო დროის გადაწევა, ნებისმიერი მიზეზით, საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას, რისი ფინანსური საშუალება, მოსარჩელეებს არ ჰქონდათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა მიმართეს შპს "ო----------–ს", ნაყიდი ტურისტული პაკეტი უკან დაუბრუნეს და მოითხოვეს პაკეტის ღირებულების სრული ოდენობით უკან დაბრუნება, რაზეც უარი მიიღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერის ამონარიდი (ს.ფ. 28-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. მხარეთა შორის უდავოა, რომ ნაყიდი ტურისტული პაკეტი ღირებულების მხოლოდ 50%-ის - 2885 ლარი დაუბრუნა მოპასუხემ მოსარჩელე მხარეს, რაც მესამე პირის- შპს „ი-------ო თ------–ი"-ს მიერ დადგენილ საჯარომო სანქციებს ეფუძნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 12/07/2018 წლის საგადახდო დავალება (ს.ფ.30);
- შპს „ი-------ო თ------–ი"-ს საიტზე არსებული ინფორმაცია საჯარომო სანქციების თაობაზე (ს.ფ.57);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასმართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მიუთითებ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლის თანახმად, 659-662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე. ვადის გასვლის შემდეგ ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში. ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე აპელირებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და მიუთითებს, რომ მოსარჩელეების მიერ მიღებული ტურისტული პაკეტით მოგზაურობის პერიოდი იყო 14.07.2018-21.07.2018. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის ათვლა უნდ დაიწყოს სწორედ 2018 წლის 22 ივლისიდან. მოსარჩელეების მიერ სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის სექტემბრის თვეში, რის გამოც ე---------- შ---–---–ისა და ვ-–-------- ზ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გასვლა და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა და არა ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ხარვეზებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული ხანდაზმულობის ვადა ამ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე, 665-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა, მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი), ტურისტული მომსახურების ორი ან მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში.
მოცემული ნორმის თანახმად, შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას შემკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, გაუწიოს მას შეთანხმებული მომსახურება, ხოლო შემკვეთმა გადაიხადოს მიღებული მომსახურების საფასური. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ განსაზღვრავს ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის კონკრეტულ შინაარსს. ასევე არ არის მოცემული ტურისტული მომსახურების მარეგულირებელი შესასრულებელი მოქმედებების მკაფიო ჩამონათვალი, არამედ შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადად მომსახურების გაწევის ვალდებულებაზე მითითებით. თუმცა, ამავე მუხლის მეორე ნაწილი ტურისტულ მომსახურებას ახასიათებს, როგორც ტურისტული საწარმოს მიერ შესასრულებელი გარკვეული ვალდებულებების ერთობლიობას (კვების, სატრანსპორტო მომსახურების, ადგილსამყოფელისა და ა.შ.), რომელიც მომსახურების პაკეტის სახით ყალიბდება.
ტურისტული ხელშეკრულება, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი სახე, მორგებულია სამომხმარებლო სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსებაზე, რადგან მისი სამართლებრივი ფუნქციაა გააუმჯობესოს ტურისტის მდგომარეობა. მოგზაურობის პაკეტის სრულყოფილი განხორციელება მოითხოვს სხვადასხვა შინაარსის, ცალკეული ხელშეკრულებების გაფორმებას, რაც თავის მხრივ ართულებს ვალდებულებაზე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირებას. ტურისტული ხელშეკრულების დაცვითი ფუნქცია გულისხმობს მოგზაურობის მომწყობის, როგორც ვალდებულებაზე დაკონკრეტებული პირის განსაზღვრავს. ამდენად, მომსახურების არაჯეროვანი შესრულებისას, მომსახურების გამწევი (მოგზაურობის მომწყობის) ორგანიზაცია ვერ დაიცავს თავს იმაზე მითითებით, რომ თვითონ არ წარმოადგენს ვალდებულების უშუალო შემსრულებელს.
გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ის წინაპირობები, რომლებიც ნორმატიულად არის რეგულირებული, არამედ მხედველობაშია მისაღები ასევე ტურისტის ინდივიდუალური ინტერესი. სავარაუდო ტურისტის ნება, მიიღოს მონაწილეობა მოგზაურობაში, ყალიბდება შეთავაზებული ტურისტული პაკეტის ყველა კომპონენტის - მათ შორის, სასტუმროს ლოკაციის, მოსანახულებელი ობიექტების, მოგზაურობის პერიოდის, მგზავრობის, კვების, ღამისთევის პირობების ერთობლივი გათვალისწინებით. ამ შინაარსის მატარებელია სამოქალაქო კოდექსის 6572-ე მუხლი, რომელიც ავალდებულებს ტურისტულ საწარმოს ხელშეკრულების დადებამდე მიაწოდოს ტურისტს ამომწურავი ინფორმაცია მგზავრობის თითოეული კომპონენტის შესახებ. ასეთი ინფორმირების შემდეგ ტურისტის თანხმობა გარიგებაზე გულისხმობს ხელშეკრულების დადებას იმ პირობებით, რაც მისთვის იქნა მიწოდებული და ამ პირობების თვითნებურად შეცვლა ტურისტული ორგანიზაციის მიერ დაუშვებელია.
ტურისტის სამართლებრივი მდგომარეობის დაცვის საკანონმდებლო სტრატეგია მოიაზრებს მის პასიურ მდგომარეობას ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით. ამგვარი სულიკვეთება გაზიარებულია მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში, სადაც აღნიშნულია: „...მეწარმე პირი (მოგზაურობის მომწყობი) ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს იმის მოლოდინის გარეშე, რომ ისინი დამოუკიდებლად მოიძიებენ ამ ინფორმაციას. მომხმარებელი პასიური უნდა რჩებოდეს ინფორმაციის მოპოვების კუთხით...“ (court of justice of the european union 5 jule 2012. judgment in case C-49/11. Content services Ltd v Bundesarbeitskammer). შესაბამისად, მომხმარებლის ჩართულობა ინფორმაციის მოძიების პროცესში მხოლოდ მისი სუბიექტური დაინტერესებით შემოიფარგლება. წინდახედულობის სტანდარტი – იცის ან უნდა სცოდნოდა – ეფუძნება მეწარმის ვალდებულებას მისაწოდებელი ინფორმაციის სისრულეზე და სანდოობაზე, თუმცა გავლენას არ ახდენს მომხმარებელზე, რომელმაც უგულებელყო ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევებში აქცენტი გადატანილია ინფორმაციის მიღების უფლებაზე და არა მომხმარებლის ვალდებულებაზე, მოიპოვოს ეს ინფორმაცია. სწორედ ამ თვალსაზრისით, ვერ იქნება გაზიარებული შპს ,,ო----------–ის“ მიერ პასუხისმგებლობის სხვა კომპანიაზე ,,ი-------ო თ------–ზე“ გადამისამართების თაობაზე. ვინაიდან მოსარჩელეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდნენ შპს ,,ო----------–თან“, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს შპს ,,ო----------–ი“ და არა მესამე კომპანია. აქვე საგულისხმოა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითება მხოლოდ 50%-ის თანხის მხარისათვის დაბრუნების ფაქტობრივ საფუძველზე, რაც მესამე პირის- შპს „ი------- თ------–ი"-ს საიტზე არსებული საჯარომო სანქციებს ეფუძნება. სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში რაიმე სახის საჯარიმო სანქციების შეთანხმება არ დასტურდება, ხოლო მესამე პირის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაცია შემხებლობის მატარებელი ვერ იქნება არსებულ დავასთან.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 665-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამავე მუხლი მე-2 ნაწილის შესაბამისად, კი ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას. ამავე დროს, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად.
წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელე ვ-–-------- ზ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ხარისხი გამორიცხავდა მოსარჩელე მხარის მიერ ტურისტული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას. რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული პაკეტით მოსარგებლე მგზავრს/ტურისტს წარმოადგენდა არა მხოლოდ ვ-–-------- ზ-------–---–ი, არამედ ასევე ე---------- შ---–---–ი, საბა ზ-------–---–ი და ნენე ზ-------–---–ი და აღნიშნულ პირებს შეეძლოთ ესარგებლათ ტურისტული მომსახურებით, სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელეები არიან მეუღლეები და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაგეგმეს მოგზაურობა ჰურგადის მიმართულებით. ძნელი წარმოსადგენია, ერთ-ერთი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მეორე მეუღლეს ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ესარგებლა ტურისტული მომსახურებით და ემოგზაურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსარჩელეებს ამოძრავებდათ ოჯახურ გარემოში, ერთობლივად მოგზაურობის სურვილი, რაც ერთ-ერთი მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მწვავე გაუარესების მიზეზით ვერ განახორციელეს. ნათელია ის მოტივები რაც მოგზაურობის დაწყებამდე ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. აქვე, საგულისხმო და საყურადღებოა მითითებული ნორმის დანაწესი იმ გადახდილი საზღაურის მიღების უფლების დაკარგვასთან მიმართებით, რაც წარმოდგენილ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში ნორმის დეფინიცია ,,.. იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად“ მოპასუხე მხარის მირ მითითებული ვერ იქნა, რადაგან აქეცნტირება განხორციელდა თანხის მოჭრილად საჯარიმო სანქციის სახით დაკავების თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვიანიდან აღნიშნული ხარჯის თაობაზე მითითებას კი არ მომხდარა, ხოლო რაიმე სახის საჯარიმო სანქციის თაობაზე მოსარჩელე მხარე სათანადოდ არ იყო ინფორმირებული და შესაბამისად, მხარეთა შორის აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში არ ყოფილა გათვალისწინებული, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დასაბუთებული, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
წარმოდგენილ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე---------- შ---–---–ის და ვ-–-------- ზ-------–---–ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ო----------–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ,,ო----------–ს“ მოსაჩელეების - ე---------- შ---–---–ის და ვ-–-------- ზ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2885 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს ,,ო----------–ს“ მოსაჩელეების - ე---------- შ---–---–ის და ვ-–-------- ზ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწოფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი თანხის 100 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე