ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ

მიღების თარიღი 18.06.2019
ძალაში შესვლა 18.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №185-02
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016582
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2019
matsne.gov.ge 466 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.06.2019 მიღება
18.06.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 21.09.2017 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 05.03.2018 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიგუა და ბარბუდას საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 22.09.2017 საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 27.01.2015 ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 12.09.2017

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ საქართველოს  საგარეო  საქმეთა  სამინისტრო  და  მალდივის  რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი), ხელმძღვანელობენ რა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, კერძოდ: სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, სუვერენული თანასწორობის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით; ითვალისწინებენ რა, პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და საერთო ინტერესის  რეგიონულ   და   გლობალურ   საკითხებთან   დაკავშირებით   სხვადასხვა დონეზე აზრთა გაზიარების სარგებლიანობას; სურვილი  აქვთ  რა,  გააძლიერონ  თანამშრომლობა  და  ორმხრივი  კონტაქტები ორი სახელმწიფოს საგარეო უწყებებს, დიპლომატიურ მისიებსა და სხვა წარმომადგენლობებს შორის, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 კონსულტაციების სფეროები 1. მხარეები ურთიერთშეთანხმებით ჩაატარებენ რეგულარულ შეხვედრებსა და კონსულტაციებს იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მათი კომპეტენციების სფეროში. 2. შეხვედრები/კონსულტაციები მოიცავს შემდეგს: ა) პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) ორმხრივი რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს მხარეების საერთო ინტერესს; გ) საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარის სახელმწიფოა.  მუხლი 2🔗  შეხვედრები 1. შეხვედრები/კონსულტაციები მონაცვლეობით გაიმართება ალტერნატიულად საქართველოსა და მალდივის რესპუბლიკაში. 2. მხარეები წინასწარ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, განსაზღვრავენ დელეგაციების დონეს, ასევე შეხვედრების ან კონსულტაციების თარიღებსა და დღის წესრიგს.  მუხლი 3🔗 სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფების შექმნა მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით. მუხლი 4🔗 წარმომადგენლობებს შორის თანამშრომლობა მხარეები მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში, ყველა მეგობარ ქვეყანასთან ერთად, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. მუხლი 5🔗 თანამშრომლობის სფეროები მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროში და ინიციატივების განხორციელებას იმ შეთანხმებების, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმების მიზნით, რომლებიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა განმტკიცებისკენ. მუხლი 6🔗 დავების მოგვარება მხარეებს შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 7🔗  შესწორებები მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 8🔗 ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და შეწყვეტა 1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით. 2. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, დიპლომატიური არხების საშუალებით, წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს. ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ. რის დასტურადაც ჩვენ, ქვემორე ხელმომწერებმა, ხელი მოვაწერეთ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. შესრულებულია მალდივის რესპუბლიკაში, 2019 წლის 18 ივნისს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით