„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.07.2019
ძალაში შესვლა 20.07.2019
ძალის დაკარგვა 13.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №224
სარეგისტრაციო კოდი 330010040.22.033.017223
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/07/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 09.07.2021
დოკუმენტის ტექსტი
„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ერთობლივი ბრძანება
№224/№1-1/349
2019 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ივნისის №292 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს:
1.
„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ელექტრონულად შესავსები ფორმა (დანართი №1).
2.
„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ საბეჭდი ფორმა (დანართი №2).
3.
„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმის შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №3).
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 20 ივლისიდან.საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანისაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა