სს „ვანრიკ აგროს“ კრედიტორთა კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქმე №2/498-19 |
|
განჩინება საქართველოს სახელით |
|
2019 წლის 16 ივლისი ქ. ქუთაისი |
მეურვე: სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“ წარმომადგენელი: მიხეილ ლომთაძე მოვალე: სს ,,ვანრიკ აგრო“ დირექტორი: ალექსანდრე ცხოვრებაშვილი წარმომადგენელი: შოთა თანდაშვილი კრედიტორი: სს ,,ხალიკ ბანკი საქართველო“ წარმომადგენელი: თეიმურაზ ხონელია კრედიტორი: სს ,,საპარტნიორო ფონდი“ წარმომადგენელი: ვახტანგ ჯორბენაძე წარმომადგენელი : ნათია მაჩურიშვილი კრედიტორი: შემოსავლების სამსახური წარმომადგენელი: მადონა გეწაძე კრედიტორი: შპს „სტალკერი“ წარმომადგენელი: შალვა ფხალაძე კრედიტორი: ირაკლი ფარცვანია კრედიტორი: ვიქტორია ფარცვანია წარმომადგენელი: შალვა ფხალაძე კრედიტორი: ირაკლი ქინქლაძე კრედიტორი: რუსლან ბაჟუნაიშვილი კრედიტორი: ირაკლი კილაძე კრედიტორი: ნიკოლოზ ხომერიკი და სხვა 2019 წლის 11 მარტს სს ,,ვანრიკ აგროს“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ალექსანდრე ცხოვრებაშვილმა და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინებით, სს ,,ვანრიკ აგროს“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში. მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო). განჩინება განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 12 აპრილს. 2019 წლის 10 ივლისს კრედიტორთა კრებაზე აღიარებული იქნა კრედიტორის მოთხოვნები და განსახილველად დარჩა კრედიტორ ირაკლი ფარცვანიასა და ვიქტორია ფარცვანიას მოთხოვნები. სხდომის გადადება გამოიწვია მტკიცებულებათა წარმოუდგენლობამ. „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. გათვალისწინებით იმისა, რომ სს ,,ვანრიკ აგროს“ საქმეზე აღიარებულია წარმოდგენილი კრედიტორული მოთხოვნები, მაგრამ კრედიტორთა მიერ გადაწყვეტილი არ არის, თუ რა წესით უნდა გაგრძელდეს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით - კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; გაკოტრების მმართველის არჩევა/დანიშვნა. სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და დაადგინა: 1. სს ,,ვანრიკ აგროს“ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 6 სექტემბერს, 15:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; ბ) გაკოტრების მმართველის არჩევა/დანიშვნა . 2 . კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11, სხდომის დარბაზი №6). 3 . განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში. 4. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებ გვერდებზე. განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ.გვერდზე გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს; 5.განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისი საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. მოსამართლე ციცინო მოსიძე . |