„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
- „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ 17.04.2014
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №17 |
|
2019 წლის 25 ივლისი ქ. თბილისი |
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი შეზღუდვები: ა) 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 250 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი; ბ) 400 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 200 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი; გ) 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 150 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი; დ) 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 50 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი; ე) 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელზე დასაშვებია მიერთებულ იქნეს არანაკლებ 10 მგვტ სიმძლავრის მოხმარების ან გენერაციის ობიექტი. 2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემ ქსელზე მიერთების განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადაამოწმოს წარმოდგენილი განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების ფორმალური სრულყოფილება (მათ შორის, მოიცავს თუ არა განაცხადი წესების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, შეესაბამება თუ არა განაცხადი წესების 81 მუხლის მოთხოვნებს, გადახდილია თუ არა მიერთების პირველი ეტაპის საფასური და ა.შ.). ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გადაცემის ლიცენზიატი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე წერილობით აცნობებს განმცხადებელს (მაძიებელს) ხარვეზის შესახებ და უსაზღვრავს 5 (ხუთი) სამუშაო დღეს ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ ხარვეზი მითითებულ ვადაში არ გამოსწორდა, გადაცემის ლიცენზიატი უბრუნებს განმცხადებელს (მიერთების მაძიებელს) განაცხადს, თანდართულ დოკუმენტაციას და მიერთების საფასურს (თუ იგი გადახდილია განმცხადებლის (მიერთების მაძიებელის) მიერ). განმცხადებლის (მიერთების მაძიებელის) მიერ გადაცემის ლიცენზიატისთვის განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ხელახალი რეგისტრაცია. შესაბამისად, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი იწყება თავიდან. 3. 91 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილია, უარი უთხრას განმცხადებელს (მიერთების მაძიებელს) გადამცემ ქსელზე მიერთებაზე, როდესაც მისაერთებელ ობიექტთან უახლოეს ქვესადგურში ან გადამცემ ხაზზე არ არსებობს თავისუფალი მისაერთებელი სიმძლავრე, ასეთი მიერთება საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად გადამცემი სისტემის საიმედო ფუნქციონირებას ან მისი განხორციელება წინააღმდეგობაში მოდის ამ წესების მე-7 მუხლის 81 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლი არ ვრცელდება გადამცემ ქსელზე არსებულ მიერთებებზე, აგრეთვე იმ შემთხვევებზე, როდესაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის მიერ ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულია გადამცემ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა ან მიერთების შეთავაზება, ანდა განმცხადებელს, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს შორის გაფორმებულია გადამცემ ქსელზე მიერთების ხელშეკრულება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.07.2019.
- როდის იქნა მიღებული „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.07.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 300280020.16.009.016312.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.07.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №17, 25.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016312 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4621783/