„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
- „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ 17.04.2014
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №81 |
|
2020 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 111 მუხლის პირველი პუნქტის “გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ გ) ახალი საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილ(ებ)ის მოწყობის აუცილებლობას და, ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში - აღრიცხვის უჯრედ(ებ)ის მოწყობისათვის საჭირო პირობებს; „დ) საკონტროლო აღრიცხვის წერტილ(ებ)ის მოწყობის აუცილებლობას და, ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში - საკონტროლო აღრიცხვის წერტილ(ებ)ის ადგილმდებარეობასა და ელექტროენერგიის აღრიცხვის შესატყვისი უჯრედ(ებ)ის მოწყობისათვის საჭირო პირობებს;“. 2. 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „2. გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილ 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებზე), საანგარიშსწორებო აღრიცხვის (მრიცხველის) გარდა, გამოყენებულ უნდა იქნეს საკონტროლო აღრიცხვა (მრიცხველი). საკონტროლო მრიცხველს უნდა გააჩნდეს სიზუსტის არანაკლებ ის კლასი, რომელიც გათვალისწინებულია საანგარიშსწორებო მრიცხველისათვის. 3. 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე, საკონტროლო აღრიცხვა შესაძლებელია მოეწყოს ხაზის მეორე ბოლოში ან სანგარიშსწორებო აღრიცხვის იმავე წერტილში.“. 3. 169-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. კომისიამ, შესაბამის სისტემის ოპერატორებთან და ელექტროსადგურების მფლობელებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციის შემდეგ უნდა განსაზღვროს გადავადების უფლების მინიჭების კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაში უნდა იყოს ამ წესების 170-ე და 171-ე მუხლების მოთხოვნებთან. კომისია ამ კრიტერიუმებს აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე და ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. თუ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიაჩნია, რომ აღნიშნული კრიტერიუმები არ შეესაბამება ამ წესების მოთხოვნებს, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს კომისიას. გადავადების უფლების მინიჭების საჭირო კრიტერიუმების ცვლილება არ ახდენს გავლენას შესაბამისი გადაწყვეტილებით უკვე მინიჭებულ გადავადების უფლებაზე.“. 4. 230-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. კომისიამ, შესაბამის სისტემის ოპერატორებთან, მოხმარების ობიექტის მფლობელებთან, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციის შემდეგ უნდა განსაზღვროს გადავადების უფლების მინიჭების კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაში უნდა იყოს ამ წესების 231-232-ე მუხლებთან. კომისია ამ კრიტერიუმებს აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე და ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. თუ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიაჩნია, რომ აღნიშნული კრიტერიუმები არ შეესაბამება ამ წესების მოთხოვნებს, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს კომისიას. გადავადების უფლების მინიჭების საჭირო კრიტერიუმების ცვლილება არ ახდენს გავლენას შესაბამისი გადაწყვეტილებით უკვე მინიჭებულ გადავადების უფლებაზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2020.
- როდის იქნა მიღებული „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.12.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №81. სარეგისტრაციო კოდი — 300280020.16.009.016437.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №81, 28.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016437 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5072130/