,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.138.016386
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2019 წლის 26 ივლისი

ქ.ახალციხე

 

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე- 4 პუნქტის  შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს შემდეგი ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 06.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016295):
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,“

 

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის  პირი,  უფლებამოსილების  განხორციელების  მიზნით   გაწეული   ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა

ახალციხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრის  (შემდგომში  – საკრებულოს  წევრი), რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების  ზღვრულ ოდენობად  განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე