,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.138.016519
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ.ახალციხე

 

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული   აქტების   შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1

შევიდეს შემდეგი ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 06.12.2017, სარეგისტრაციო კოდი:190040000.35.138.016295) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 1.

ახალციხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრის  (შემდგომში  – საკრებულოს  წევრი), რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების  ზღვრულ ოდენობად  განისაზღვროს 825 (რვაას ოცდახუთი) ლარი.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის  1 იანვრიდან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე