📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2019
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016319
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2019
matsne.gov.ge 908 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.03.2018 ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 16.01.2018 შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 23.02.2018 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 17.01.2018 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 16.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №7 2019 წლის 30 ივლისი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  ,,ნორმატიული  აქტების   შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   ხულოს   მუნიციპალიტეტის   მერიის   შესყიდვების   სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №63 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო-ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 01025000.35.136.016283). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მერიის შესყიდვების სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო  შესყიდვების ორგანიზებას, შესყიდვების წლიური  გეგმისა და შესყიდვების   ანგარიშის, სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებების განხორციელებას. 2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად. 3. სამსახურის სრული დასახელებაა: ხულოს მუნიციპალიტეტის  მერიის შესყიდვების სამსახური. 4. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. 5. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით, სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. 6. სამსახური ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) წინაშე. 7. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე. 8.  სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას. 9. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა  ხულო, ტბელ აბუსერისძის №1. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; დ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის; ე) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და  მუნიციპალიტეტის მერისთვის  წარდგენას; ზ) მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; თ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას; ი) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; კ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ლ) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; მ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; ნ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება. 4. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე. 5. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება სამსახურში შემავალი რომელიმე განყოფილების უფროსს. 6. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; დ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის; ე) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და  მუნიციპალიტეტის მერისთვის  წარდგენას; ზ) მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; თ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას; ი) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; კ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ლ) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; მ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; ნ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება. 4. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე. 5. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება სამსახურში შემავალ რომელიმე განყოფილების უფროსს. 6. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად. მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია შესყიდვების განყოფილება. 2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს, განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 5🔗. შესყიდვების განყოფილება შესყიდვების განყოფილების ფუნქციაა: ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ბ) სახელმწიფო  შესყიდვების გეგმის მომზადება; გ) ელექტრონული ტენდერების შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება; დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება; ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება; ვ) ელექტრონულ სისტემაში  ყველა ხელშეკრულებაზე  საკასო შესრულებების ასახვა; ზ) სისტემაში საგადახდო დოკუმენტაციის ატვირთვა (ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი); თ) კონსოლიდირებულ ტენდერებზე სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ  ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება; ი) გადაუდებელი აუცილებლობიდან  გამომდინარე ხელშეკრულების გაფორმებისათვის ყველა სახის დოკუმენტაციის მომზადება; კ) ხელშეკრულებებზე  ერთიან ელექტრონულ სისტემაში სტატუსების მიცემა. მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ  სამართლებრივი აქტები. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის მართვის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 7🔗. სხვა დებულებანი 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.