შპს „კონცერნი თექას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/7901-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/7901-19

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

  მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

მოვალე – შპს ,,კონცერნი თექა“ (ს/კ 203835564)

დირექტორი – გივი გეთია

წარმომადგენელი – ქეთევან უტიაშვილი

 მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ქრისტინე კუბლაშვილი

განმცხადებელი – შპს ,,კონცერნი თექა‘’

წარმომადგენელი – ქეთევან უტიაშვილი

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „კონცერნი თექას“ გაკოტრების საქმე.

კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2019 წლის 02 აგვისტოს 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. სხდომის დარბაზი №51), შემდეგი დღის წესრიგით:

1.1.    გაკოტრების მმართველის დანიშვნა;

1.2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                                             თამარ ჭუნიაშვილი