1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:
ა) ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
ბ) ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები;
გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
დ) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;
ე) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები;
ვ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
თ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ი) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი;
ლ) მენიუს შედგენის წესი.
2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვთა ფიზიკური განითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, როგორც თითოეული ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის;
გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;
დ) ბავშვებისა და პერსონალის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
ე) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;
ვ) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა;
ზ) დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;
თ) „დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტისა“ და „დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის“ პრაქტიკაში გამოყენება.
ტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტე