საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.07.2019
ძალის დაკარგვა 04.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №354
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021372
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (11)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
| 1. | GMP სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვა |
| 2. | საქართველოს ნაციონალური GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GMP სერტიფიკატის გაცემა: |
| 2.1 სტერილური დოზირებული ფორმები | 5500 |
| 2.2 არასტერილური დოზირებული ფორმები | 4400 |
| 2.3 სტერილური აქტიური სუბსტანციები | 5500 |
| 2.4 არასტერილური აქტიური სუბსტანციები | 4400 |
| 3. | GMP სერტიფიკატის დამატებითი ეგზემპლარის გაცემა |
| 4. | GDP სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვა |
| 5. | GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GDP სერტიფიკატის გაცემა |
| 6. | GDP სერტიფიკატის დამატებითი ეგზემპლარის გაცემა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 02.12.2019
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №354
2019 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − წამლის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − წამლის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევის სახეები და საფასურები №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1. დაინტერესებული პირის მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურებისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სააგენტოს ანგარიშზე თანხის წინასწარ ჩარიცხვის გზით.
2. გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება განხორციელდება შემდეგი წესით:
ა) თუ მომსახურების საფასური გადახდილია დადგენილი საფასურის განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილი საფასურის განაკვეთს შორის;
ბ) გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:
ბ.ა) დაინტერესებული პირი სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების შემოტანამდე წერილობით განაცხადებს უარს მომსახურების მიღების თაობაზე;
ბ.ბ) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ დადგენილებით;
ბ.გ) განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნა უკვე შესრულებულია, არსებობს მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემები;
გ) სააგენტოს მიერ შესაბამისი მომსახურების დაწყების შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება;
დ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებული პირისათვის მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება ხდება 10 სამუშაო დღეში.
მუხლი 3🔗
გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები რეგულირდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
დანართი №1
მომსახურება
საფასური (ლარი)
1.
GMP სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვა
500
2.
საქართველოს ნაციონალური GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GMP სერტიფიკატის გაცემა:
2.1 სტერილური დოზირებული ფორმები
5500
2.2 არასტერილური დოზირებული ფორმები
4400
2.3 სტერილური აქტიური სუბსტანციები
5500
2.4 არასტერილური აქტიური სუბსტანციები
4400
3.
GMP სერტიფიკატის დამატებითი ეგზემპლარის გაცემა
150
4.
GDP სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვა
300
5.
GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GDP სერტიფიკატის გაცემა
3300
6.
GDP სერტიფიკატის დამატებითი ეგზემპლარის გაცემა
150
შენიშვნა:
ცხრილის მე-2 პუნქტში მითითებული ერთზე მეტი მომსახურების გაწევის შემთხვევაში საფასურის ოდენობა განისაზღვრება იმ მომსახურების საფასურით, რომელზეც დაწესებულია უფრო მაღალი ოდენობა.