ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2019
ძალაში შესვლა 01.08.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №115
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016518
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების დადგენის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი II კლასის დამხმარე ხასიათის შენობა-ნაგებობების და II კლასის ღობეების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის) მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი II კლასის დამხმარე ხასიათის შენობა-ნაგებობების და II კლასის ღობეების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების დადგენის შესახებ. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141<sup>8</sup> მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №115
2019 წლის 31 ივლისი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და 4 მეტრამდე სიმაღლის ღობის მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, დადგინდეს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულება, კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, 50 მ2-მდე საცხოვრებელი ფუნქციის მქონე სახლების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, დადგინდეს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულება, კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების პირველი და მეორე მუხლებით დადგენილი დეტალური შეტყობინების ვალდებულება არ ხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების ვიზუალური (ფიზიკური) დაცვის არეალებში მშენებლობის (რეკონსტრუქციის) განხორციელების შემთხვევაში. ამ არეალებში შენობა-ნაგებობების მშენებლობა (რეკონსტრუქცია) ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას, კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი აგვისტოდან.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია