ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (14 მუხლი)
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №112 |
|
2019 წლის 31 ივლისი ქ. ქუთაისი |
|
ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების შენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-6 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
(დანართი დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 3🔗
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი აგვისტოდან.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია
დანართიწინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით და წარმოადგენს „ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების განუყოფელ ნაწილს.
მოსაკრებლის განაკვეთი (ოდენობა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 4 (ოთხი) ლარით.
მუხლი 3🔗
რეკონსტრუქციის შემთხვევაში (მათ შორის, პროექტის კორექტირება), რომელიც იწვევს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გაზრდას, გაზრდილი საანგარიშო ფართობის კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 2 (ორი) ლარით.
ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტისათვის განისაზღვროს 50 ლარით; III კლასის ობიექტისათვის – 200 ლარით, IV კლასის ობიექტისათვის – 400 ლარით.
ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთი ლარით. გარდა, პირველ კლასს დაქვემდებარებული ხაზობრივი ნაგებობებისა.
მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 7🔗
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ნორმების შესაბამისად, ნებართვის მაძიებლის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ქვითარი) წარდგენა უნდა მოხდეს ნებართვის მიღებაზე განცხადების წარდგენისას.