მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.12.2011 ბოლო ცვლილება 27.10.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.155.016065
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მ უნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №59

2011 წლის 30 დეკემბერი

ქ. წალკა

მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

განისაზღვროს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი და შესაბამისი ინსტუქციები თანდართული დანართის მიხედვით.

მუხლი 2

დადგენილების ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 თებერვლის №3 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        დ. მაჩიტიძე

 

დანართი

მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს.

    მუხლი 2. ნებართვის გაცემის და დაბეგვრის ობიექტი

1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა: მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე, დემონტაჟზე, დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟ/განთავსებაზე.

2. ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობა.

    მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

2. მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა/რეკონტრუქცია.

    მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთი

დადგინდეს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი შემდეგი ოდენობით:

ა) ქალაქი – კომერციული საქმიანობის ნაგებობაზე 1 კვ. მეტრზ ე – 1 ლარი; საცხოვრებელ სახლზე – 50 თეთრი 1 კვ.მ.

ბ) სოფელი – კომერციული საქმიანობის ნაგებობაზე 1 კვ.მეტრზე – 70 თეთრი; საცხოვრებელ სახლზე – 30 თეთრი 1 კვ.მ,

    მუხლი 5. მოსაკრებლის გამოანგარიშების წესი

მოსაკრებელი გამოიანგარიშება მშენებარე ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის (კვადრატული მეტრი) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

    მუხლი 6. მშენებლობის ნებართვის გამცემი

მშენებლობის ნებართვას გასცემს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის აქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი

მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, სარგებლობის უფლების მინიჭებამდე და მთლიანად ირიცხება წალკის თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივ ბიუჯეტში.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.10.2014.
როდის იქნა მიღებული „მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“?
„მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მიღებულია 30.12.2011. მიმღები ორგანო — წალკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №59. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.155.016065.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.10.2014-დან.
სად არის „მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისა და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“, №59, 30.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.155.016065 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1548726/