ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2019
ძალაში შესვლა 01.08.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №112
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016515
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 476 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2019 მიღება
01.08.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 28.12.2022 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.05.2025 მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 28.02.2023 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.02.2017 ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 28.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №112 2019 წლის 31 ივლისი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-6 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ ქუთაისში შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი, რომელიც არის ადგილობრივ ბიუჯეტში აუცილებელი გადასახდელი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ინსტრუქცია „ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ დანართის შესაბამისად (დანართი  დადგენილებას თან ერთვის). მუხლი 3🔗 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. მუხლი 4🔗 მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს  სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტების მშენებლობა. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისში მშენებლობის/გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა/ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 26 თებერვლის №41 დადგენილება. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი აგვისტოდან.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია დანართი ინსტრუქცია ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების შენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ მუხლი 1🔗 წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით და წარმოადგენს „ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 2🔗 მოსაკრებლის განაკვეთი (ოდენობა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 4 (ოთხი) ლარით. მუხლი 3🔗 რეკონსტრუქციის შემთხვევაში (მათ შორის, პროექტის კორექტირება), რომელიც იწვევს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გაზრდას, გაზრდილი საანგარიშო ფართობის კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 2 (ორი) ლარით. მუხლი 4🔗 ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტისათვის განისაზღვროს 50 ლარით; III კლასის ობიექტისათვის – 200 ლარით, IV კლასის ობიექტისათვის – 400 ლარით. მუხლი 5🔗 ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთი ლარით. გარდა, პირველ კლასს დაქვემდებარებული ხაზობრივი ნაგებობებისა. მუხლი 6🔗 მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. მუხლი 7🔗 „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ნორმების შესაბამისად, ნებართვის მაძიებლის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ქვითარი) წარდგენა უნდა მოხდეს ნებართვის მიღებაზე განცხადების წარდგენისას. მუხლი 8🔗 მოსაკრებლის გადახდა წარმოებს საბანკო დაწესებულების მეშვეობით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე: 1. მიმღები ანგარიში – ბიუჯეტის შემოსავლების ერთიანი ანგარიში – №200122900. 2. მიმღები ბანკი – ხაზინა. 3. ბანკის კოდი 22101222. 4. ბიუჯეტის შემოსავლების სახაზინო კოდი 300183090 – მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის.