სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე ინფორმაციისა და პროცედურის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე ინფორმაციისა და პროცედურის შესახებ 

 

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ (ს/კ 205209059)

აქციონერების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ვერა დობორჯგინიძის მიერ №2/37012-18 საქმეზე 2019 წლის 24 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 23 აგვისტოს 18:00 საათისთვის განხორციელდება სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ (ს/კ 205209059) აქციონერი ფიზიკური პირის – ბიძინა ბეჟუაშვილის (პ/ნ 01017003399) მიერ, დარჩენილი 0.27019%-ის მფლობელი აქციონერებისგან აქციების გამოსყიდვა სავალდებულო მიყიდვის წესის შესაბამისად.

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასად სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად განისაზღვრა 2.39 ლარი (ორი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი).

ფიზიკური პირი – ბიძინა ბეჟუაშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს უზრუნველყოფს აქციონერებისთვის აქციების შესაბამისი კუთვნილი თანხების დეპონირებას საბროკერო კომპანია სს „გალტ ენდ თაგარტში“ (ს/კ 211359206) და მიაწვდის რეგისტრატორის სს „კავკასრეესტრის“ მიერ მომზადებულ გამოსყიდვის რეესტრს.

2019 წლის 27 აგვისტოდან სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ (ს/კ205209059„) აქციების გამოსყიდვით მიღებული თანხის მისაღებად, აქციონერებს შეეძლებათ მიმართონ სს „გალტ ენდ თაგარტს“.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბროკერო კომპანიას უფლება აქვს ყოფილ აქციონერზე გასცეს თანხები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ახდენს ამ პირის იდენტიფიცირებას, ანუ თუ მისთვის გადაცემულ გამოსყიდვის რეესტრში დაფიქსირებულია პირადობის დამადასტურებელი ძალაში მყოფი ის დოკუმენტი, რომელსაც წარადგენს აქციონერი. თანხის ანგარიშსწორება მოხდება მხოლოდ საბანკო გადარიცხვის გზით, რისთვისაც აუცილებელია, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად წარადგინოთ პერსონალური საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

აქციონერებს ვისაც აქციები აქვთ სს „გალტ ენდ თაგარტის“ ნომინალურ მფლობელობაში თავად დაუკავშირდებიან „გალტ ენდ თაგარტის“ წარმომადგენლები და იდენტიფიკაციის განხორციელების შემდეგ საბროკერო ანგარიშებზე ჩაურიცხავენ შესაბამის თანხებს, საიდანაც შეუძლიათ გადარიცხონ პერსონალურ საბანკო ანგარიშებზე.

აქციონერებმა რომლებზეც რეესტრში დაფიქსირებულია საბჭოთა კავშირის დროინდელი პასპორტის მონაცემები, აუცილებელია, რომ ახალი პირადობის მოწმობის ან მოქმედი პასპორტის გარდა, წარადგინოს იუსტიციის სახლიდან (სამოქალაქო რეესტრიდან) გაცემული ცნობა რომლითაც დასტურდება, რომ ეს პირი ფლობდა საბჭოთა კავშირის დროს გაცემულ პასპორტს შესაბამისი ნომრით; აუცილებელია მოხდეს ყოფილი აქციონერის იდენტიფიკაცია, რისთვისაც მან უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი და სააქციო საზოგადოებისგან გაცემული ცნობა, რომ ეს პიროვნება ნამდვილად წარმოადგენდა სააქციო საზოგადოების თანამშრომელს.

გარდაცვლილი აქციონერების მემკვიდრეებმა უნდა წარმოადგინონ ნოტარიალურად დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა სადაც მითითებულია რომ მემკვიდრემ სხვა ქონებასთან ერთად მიიღო საკუთრების უფლება გარდაცვლილის აქციებსა და წილებზე.

გამოსყიდვის რეესტრში დაფიქსირებულ აქციონერებს იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ზემოხსენებული ქმედებები (რეესტრში ძველი პასპორტის მონაცემების და/ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებით), საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ 2019 წლის 22 აგვისტომდე განახორციელონ სს კავკასრეესტრში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, თბილისი 0186; ტელ: (+995 32) 2 500 211; ელ.ფოსტა:  info@kavkasreestri.ge )

 

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერებს, გთხოვთ, 26 აგვისტოდან, აქციების გამოსყიდვის შესაბამისი თანხის მისაღებად დაუკავშირდეთ სს „გალტ ენდ თაგარტს“:

მისამართი: თბილისი, 0102, აღმაშენებლის გამზირი №79;

საკონტაქტო ტელეფონები: (+995 32) 2444 682, (+995 32) 2444132).

აგრეთვე შეიძლება მიმართონ ელექტრონული ფოსტით იმეილზე st@gt.ge

 

პატივისცემით,

ბიძინა ბეჟუაშვილი