აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/390
2019 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2019 წლის 07 მაისის №2114/09 განცხადება სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ „ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლოს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ, ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გამოარკვია:
საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N1-1/579 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.
ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება ,,ახალციხე - ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების (,,შუახევი-‘’ს და ,,კორომხეთი“-ს ჰესები) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. მითითებულ პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა. ამასთან, მისი წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის. მოცემულ პროექტს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს პარალელურად მიმდინარე ჰესების მშენებლობის პროექტების სრულყოფილი შესრულებისა და აშენებული ელექტროსადგურების ქსელთან მიერთების კუთხით.
„ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოექცა 1. თეონა ვარშანიძის (პ/ნ 61006060256), კობა ვარშანიძის (პ/ნ 61006048096), რუსუდან ვარშანიძის (პ/ნ 61006048110), ჯაბა ვარშანიძის (პ/ნ 61006061352), სულიკო ვარშანიძის (პ/ნ 61006009245), 2. ამირან ჯორთმენაძის (პ/ნ 61008018516), 3. ამირან ჯორთმენაძის (პ/ნ 61008018516), ლელა იუკსეკკოკის (პ/ნ 61008000419), მალხაზ ჯორთმენაძის (პ/ნ 61008009757), ნათია ჯორთმენაძის (61008016980) რამაზ ჯორთმენაძის (პ/ნ 61008018697), ციცინო ჯორთმენაძის (პ/ნ 61008009760), 4.გუგული ფალავანდიშვილის (პ/ნ 61008014738), თენგიზ ფალავანდიშვილის (პ/ნ 61008003737), იასონ ფალავანდიშვილის (პ/ნ 61008003080), მაია ფალავანდიშვილის (პ/ნ 61008001670), 5. ავთანდილ გათენაძის (პ/ნ 61008017160), ლილი გათენაძის (პ/ნ 61008011460), ჯეირან გათენაძის (პ/ნ 61008011775), 6. ბულბული მახარაძის (პ/ნ 61008013228), გიორგი ბარამიძის (პ/ნ 61008019162), ელისაბედ ბარამიძის (პ/ნ 61008013535), სალომე ბარამიძის ( პ/ნ 61008008332) და ქეთევან ბარამიძის (პ/ნ 61008016719), 7. მემედ გორაძის (პ/ნ 61006033016) 8. ანნა თავდგირიძის (პ/ნ 61006069978), ზვიად თავდგირიძის (პ/ნ 61006069977), მაია ქავთარაძის (პ/ნ 61006048884), როსტომ თავდგირიძის (პ/ნ 61006016974) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები.
დასახელებულ პირებს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე კომპანიას მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს „ახალციხე - ბათუმიის“ 220 კვ. ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას.
საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება:
1. №05.35.25.186 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ქ. ბათუმში, ხიხანის ქუჩა №10-ში მდებარე 2149 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და №05.35.25.185 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბათუმში, კაპანდიბის დასახლებაში მდებარე 58 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან: თეონა ვარშანიძე (პ/ნ 61006060256), კობა ვარშანიძე (პ/ნ 61006048096), რუსუდან ვარშანიძე (პ/ნ 61006048110), ჯაბა ვარშანიძე (პ/ნ 61006061352) და სულიკო ვარშანიძის (პ/ნ 61006009245).
2. N21.09.33.214 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ქედის რაიონში, სოფელ დანდალოში მდებარე 3509 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა N01/2 , N02/1 , N03/1 - საერთო ფართით 286.30კვ.მ) მესაკუთრეა ამირან ჯორთმენაძე (პ/ნ 61008018516);
3. N21.09.33.216 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ (ნაკვეთის წინა ნომერი 21.09.33.202), ქედის რაიონში სოფელ დანდალოში მდებარე 83 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეების არიან: ამირან ჯორთმენაძე (პ/ნ 61008018516), ლელა იუკსეკკოკი (პ/ნ 61008000419), მალხაზ ჯორთმენაძე (პ/ნ 61008009757), ნათია ჯორთმენაძე (პ/ნ 61008016980) რამაზ ჯორთმენაძე (პ/ნ 61008018697), ციცინო ჯორთმენაძე (პ/ნ 61008009760);
4. №21.01.36.359 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ქედის რაიონში, სოფელ ნამლისევში მდებარე 2016 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან: გუგული ფალავანდიშვილი (პ/ნ 61008014738), თენგიზ ფალავანდიშვილი (პ/ნ 61008003737), იასონ ფალავანდიშვილი (პ/ნ 61008003080), მაია ფალავანდიშვილი (პ/ნ 61008001670);
5. N21.06.33.378 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ქედის რაიონში, კვაშტაშში მდებარე 5000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა N01/2, N02/2, N03/1 – საერთო ფართით 271.24კვ.მ) თანამესაკუთრეები არიან: ავთანდილ გათენაძე (პ/ნ 61008017160), ლილი გათენაძე (პ/ნ 61008011460), ჯეირან გათენაძე (პ/ნ 61008011775)
6. N21.03.33.207 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ქედის რაიონში, სოფელ ზენდიდში მდებარე 4800 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან: ბულბულ მახარაძე (პ/ნ 61008013228), გიორგი ბარამიძე (პ/ნ 61008019162), ელისაბედ ბარამიძე (პ/ნ 61008013535), სალომე ბარამიძე ( პ/ნ 61008008332) და ქეთევან ბარამიძე (პ/ნ 61008016719);
7. N05.35.25.176 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ქ. ბათუმში, ხიხანის ქ. N12-ში მდებარე 47 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა მემედ გორაძე (პ/ნ 61006033016);
8. N05.35.25.169 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე 2464 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან: ანნა თავდგირიძე (პ/ნ 61006069978), ზვიად თავდგირიძე (პ/ნ 61006069977), მაია ქავთარაძე (პ/ნ 61006048884), როსტომ თავდგირიძე (პ/ნ 61006016974).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა:
1. თეონა ვარშანიძის (პ/ნ 61006060256), კობა ვარშანიძის (პ/ნ 61006048096), რუსუდან ვარშანიძის (პ/ნ 61006048110), ჯაბა ვარშანიძისა (პ/ნ 61006061352) და სულიკო ვარშანიძის (პ/ნ 61006009245) თანასაკუთრებაში არსებული ბათუმში, ხიხანის ქუჩა N10-ში მდებარე 2149 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 05.35.25.186) - 17 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ბათუმში, კაპანდიბის დასახლებაში მდებარე 58 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 05.35.25.185) - 21 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
2. ამირან ჯორთმენაძის (პ/ნ 61008018516) საკუთრებაში არსებული – ქედის რაიონში, სოფელ დანდალოში მდებარე 3509 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 21.09.33.214)- 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
3. ამირან ჯორთმენაძის (პ/ნ 61008018516), ლელა იუკსეკკოკის (პ/ნ 61008000419), მალხაზ ჯორთმენაძის (პ/ნ 61008009757), ნათია ჯორთმენაძის (61008016980) რამაზ ჯორთმენაძის (პ/ნ 61008018697), ციცინო ჯორთმენაძის (პ/ნ 61008009760) თანასაკუთრებაში არსებული - ქედის რაიონში სოფელ დანდალოში მდებარე 83 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 21.09.33.216) - 47 კვ.მ. მიწის ნაკეთი;
4. გუგული ფალავანდიშვილის (პ/ნ 61008014738), თენგიზ ფალავანდიშვილის (პ/ნ 61008003737), იასონ ფალავანდიშვილის (პ/ნ 61008003080), მაია ფალავანდიშვილის (პ/ნ 61008001670) თანასაკუთრებაში არსებული - ქედის რაიონში, სოფელ ნამისლევში მდებარე 2016 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 21.01.36.359) – 41 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
5. ავთანდილ გათენაძის (პ/ნ 61008017160), ლილი გათენაძის (პ/ნ 61008011460), ჯეირან გათენაძის (პ/ნ 61008011775) თანასაკუთრებაში არსებული – ქედის რაიონში, სოფელ კვაშტაში მდებარე 5000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 21.06.33.378) - 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
6. ბულბულ მახარაძის (პ/ნ 61008013228), გიორგი ბარამიძის (პ/ნ 61008019162), ელისაბედ ბარამიძის (პ/ნ 61008013535), სალომე ბარამიძის (პ/ნ 61008008332) და ქეთევან ბარამიძის (პ/ნ 61008016719) თანასაკუთრებაში არსებულ - ქედის რაიონში, სოფელ ზენდიდში მდებარე 4800 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 21.03.33.207) - 91 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
7. მემედ გორაძის (პ/ნ 61006033016) საკუთრებაში არსებულ ქალაქ ბათუმში, ხიხანის ქ. N12-ში მდებარე 47 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 05.35.25.176) – 7კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
8. ანნა თავდგირიძის (პ/ნ 61006069978), ზვიად თავდგირიძის (პ/ნ 61006069977), მაია ქავთარაძის (პ/ნ 61006048884), როსტომ თავდგირიძის (პ/ნ 61006016974) თანასაკუთრებაში არსებულ – ბათუმში, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე 2464 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 05.35.25.169) - 5 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
დადგენილია, რომ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წერილობით აცნობა მესაკუთრეებს განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მათ მიეცათ პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. გამოსყიდვის შეტყობინებებით მოქალაქეებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია, რომ მათი უარის შემთხვევაში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც პროექტის განმახორციელებელი, იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების (პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“.
ვინაიდან, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრეებისაგან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების მოპოვების საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ უძრავ ქონებაზე:
1.1 თეონა ვარშანიძის (პ/ნ 61006060256), კობა ვარშანიძის (პ/ნ 61006048096), რუსუდან ვარშანიძის (პ/ნ 61006048110), ჯაბა ვარშანიძის (პ/ნ 61006061352), სულიკო ვარშანიძის (პ/ნ 61006009245) თანასაკუთრებაში არსებულ: ბათუმში, ხიხანის ქუჩა N10-ში მდებარე N05.35.25.186 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საერთო ფართი 2149 კვ.მ) მიწის ნაკვეთიდან –17 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და ბათუმში, კაპანდიბის დასახლებაში მდებარე N05.35.25.185 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საერთო ფართი – 58 კვ.მ)- 21 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
1.2 ამირან ჯორთმენაძის (პ/ნ 61008018516) საკუთრებაში არსებულ - ქედის რაიონში, სოფელ დანდალოში მდებარე N21.09.33.214 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საერთო ფართი 3509 კვ.მ) - 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
1.3 ამირან ჯორთმენაძის (პ/ნ 61008018516), ლელა იუკსეკკოკის (პ/ნ 61008000419), მალხაზ ჯორთმენაძის (პ/ნ 61008009757), ნათია ჯორთმენაძის (61008016980) რამაზ ჯორთმენაძის (პ/ნ 61008018697), ციცინო ჯორთმენაძის (პ/ნ 61008009760) თანასაკუთრებაში არსებული – ქედის რაიონში სოფელ დანდალოში მდებარე N21.09.33.216 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საერთო ფართი 83 კვ.მ) მიწის ნაკვეთიდან - 47 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
1.4 გუგული ფალავანდიშვილის (პ/ნ 61008014738), თენგიზ ფალავანდიშვილის (პ/ნ 61008003737), იასონ ფალავანდიშვილის (პ/ნ 61008003080), მაია ფალავანდიშვილის (პ/ნ 61008001670) თანასაკუთრებაში არსებული - ქედის რაიონში, სოფელ ნამლისევში მდებარე N21.01.36.359 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საერთო ფართი – 2016 კვ.მ) მიწის ნაკვეთიდან - 41 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
1.5 ავთანდილ გათენაძის (პ/ნ 61008017160), ლილი გათენაძის (პ/ნ 61008011460), ჯეირან გათენაძის (პ/ნ 61008011775) თანასაკუთრებაში არსებული – ქედის რაიონში, სოფელ კვაშტაში მდებარე N21.06.33.378 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საერთო ფართი - 5000 კვ.მ) მიწის ნაკვეთიდან - 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
1.6 ბულბულ მახარაძის (პ/ნ 61008013228), გიორგი ბარამიძის (პ/ნ 61008019162), ელისაბედ ბარამიძის (პ/ნ 61008013535), სალომე ბარამიძის ( პ/ნ 61008008332) და ქეთევან ბარამიძის (პ/ნ 61008016719) თანასაკუთრებაში არსებულ – ქედის რაიონში, სოფელ ზენდიდში მდებარე N21.03.33.207 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საერთო ფართი – 4800 კვ.მ) მიწის ნაკვეთიდან - 91 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
1.7 მემედ გორაძის (პ/ნ 61006033016) საკუთრებაში არსებულ ქალაქ ბათუმში, ხიხანის ქ. N12-ში მდებარე N05.35.25.176 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საერთო ფართი 47 კვ.მ) მიწის ნაკვეთიდან – 7კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
1.8 ანნა თავდგირიძის (პ/ნ 61006069978), ზვიად თავდგირიძის (პ/ნ 61006069977), მაია ქავთარაძის (პ/ნ 61006048884), როსტომ თავდგირიძის (პ/ნ 61006016974) თანასაკუთრებაში არსებულ - ბათუმში, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე N05.35.25.169 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საერთო ფართი 2464 კვ.მ) მიწის ნაკვეთიდან – 5 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნ.თურნავა.