ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „საპატიო ზესტაფონელისა“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის” წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2019
ძალის დაკარგვა 10.10.2019
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.127.016331
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/08/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 961 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2019 მიღება
10.10.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ საყვარელიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „საპატიო ზესტაფონელისა“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის” წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2019 წლის 16 აგვისტო ქ. ზესტაფონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „საპატიო ზესტაფონელისა“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე​ მუხლის პირველი ნაწილს „ა” პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტისა  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის  შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საპატიო ზესტაფონელისა“ და  „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითეიმურაზ საყვარელიძე დანართი №1 „საპატიო ზესტაფონელისა“ და  „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ,,საპატიო ზესტაფონელისა“  და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“  წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივი-პოლოტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ. 2. ,,საპატიო ზესტაფონელის“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“   წოდება შეიძლება მიენიჭოს  საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს ზესტაფონისათვის წლების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლისა და საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის. 3. ,,საპატიო ზესტაფონელის“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდება დასტურია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, აგრეთვე, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებებისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის პატივგებისა და აღიარების. 4. „საპატიო ზესტაფონელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს ზესტაფონის  მუნიციპალიტეტში დაბადებულ ან/და მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა  საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს: ა)  განსაკუთრებული დამსახურება ზესტაფონის ან/და საქართველოს წინაშე; ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი  ზესტაფონის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში. 5. ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“  წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ზესტაფონში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა  საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს: ა)  განსაკუთრებული დამსახურება  ზესტაფონის  ან/და საქართველოს წინაშე; ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზესტაფონის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი  ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში. 6. „საპატიო ზესტაფონელისა“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდება პირს მიენიჭება სიცოცხლეში ერთხელ. 7. ,,საპატიო ზესტაფონელის“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც წყვეტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია. მუხლი 2🔗. „საპატიო ზესტაფონელის“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“   წოდების   მისანიჭებლად   კანდიდატურის   წამოყენება 1. „საპატიო ზესტაფონელის“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“   წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა) მუნიციპალიტეტის მერს; ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; დ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს; ე) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებსა და ფედერაციებს; ვ) მოქალაქეთა ჯგუფს. 2. „საპატიო ზესტაფონელის“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს: ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები; გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები  (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) შუამდგომლობა თან უნდა ერთოდეს კანდიდატის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე და წერილობითი თანხმობა. მუხლი 3🔗.  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის კომისია 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიას ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ქმნის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი. 2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიაში„საპატიო ზესტაფონელის“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურები განიხილება ღიად და საჯაროდ. პატივგების დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არაუმეტეს 15 წევრისაგან. მუხლი  4🔗.  ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის  მერიის  კომისიაში  კანდიდატურების    განხილვა 1.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისია: ა) შეისწავლის საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღირსებისა, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთარსებულ რეკომენდაციებს, მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს; ბ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებათა  ხელმძღვანელებისაგან, ასევე სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად; გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად. მუხლი 5🔗. „საპატიო ზესტაფონელის“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“   წოდების მინიჭება 1. კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ზესტაფონის მუნიციალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას საპატიო წოდების მინიჭების შესახებ. 2. ,,საპატიო ზესტაფონელის“  და  ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“  წოდების მოწმობისა და მედლების გაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. ცერემონიალს ესწრებიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წარმომადგენლები, აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები, საპატიო წოდების მქონე მოქალაქეები, ჟურნალისტები, გამოჩენილი ადამიანები, პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები, საპატიო წოდების მქონე პირთა  ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები. 3. საპატიო ზესტაფონელს, ,,საპატიო ზესტაფონელის“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“   წოდების დამადასტურებელ მოწმობასთან და მედალიონთან ერთად, გადაეცემა ფასიანი საჩუქრები ან/და ფულადი ჯილდო (არანაკლებ 500 ლარისა). 4. საპატიო  წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – „საპატიო წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. წიგნში ჩანაწერების შესრულებას უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა  და ახალგაზრდულ  საქმეთა სამსახური. წიგნში აისახება საპატიო წოდების მქონე პირის შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს  ეს წოდება). მუხლი 6🔗. „საპატიო ზესტაფონელის“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“   წოდების  მქონე  პირის  უფლებები 1. საპატიო ზესტაფონელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყვალა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე. 2. საპატიო ზესტაფონლებს აქვს სრული უფლებამოსილება: ა) გაერთიანდნენ ერთ ან რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, ან დამოუკიდებლად შექმნან საზოგადოებრივი ორგანოები,  რომელიც შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური  და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტებს; ბ) მონაწილეობა მიიღონ საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში; გ) ჩაერთონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციებში, მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა  პროექტის შემუშავებაში; დ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის  თაობაზე, მისცენ და დაასაბუთონ საკრებულოსა და მერიის წინაშე შუამდგომლობები და მიცემული რეკომენდაციები. 3. ღირსშესანიშნავ თარიღებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში წონადი წვლილის შეტანისათვის, მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შეიძლება განხორციელდეს საპატიო წოდების მქონე პირთა ერთდროული ინდივიდუალური წახალისება. მუხლი 7🔗. „საპატიო ზესტაფონელის“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“   წოდების მინიჭების წესში  ცვლილებებისა  და დამატებების  შეტანის შესახებ „საპატიო ზესტაფონელის“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“  წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.