ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „საპატიო ზესტაფონელისა“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის" წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.127.016335
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2019 წლის 8 ოქტომბერი

ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ზესტაფონელისა“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის” წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე​ მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  პირველი  პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს საპატიო წოდებები:  „საპატიო ზესტაფონელი“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქე“.
მუხლი 2
„საპატიო ზესტაფონელისა“ და  „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის” წოდების მინიჭების წესი დამტკიცდეს დანართი №1-ის  შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „საპატიო ზესტაფონელისა“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის” წოდების მინიჭების  წესის  დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 აგვისტოს  №18 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი:  010250000.35.127.016331  გამოქვეყნების თარიღი 19/08/2019).

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე



დანართი №1

 


საპატიო   ზესტაფონელისა “ და „ზესტაფონის   საპატიო მოქალაქის “

წოდების   მინიჭების   წესი

მუხლი  1. ზოგადი   დებულებანი

1. „საპატიო ზესტაფონელის ” წოდება შეიძლება მიენიჭოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაბადებულ ან /და მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს , ხოლო „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდება საქართველოს მოქალაქეს , რომელიც არ ცხოვრობს ზესტაფონში , ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს ზესტაფონისათვის წლების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლისა და საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, განურჩევლად ეროვნებისა , სოციალური ცენზისა , საზოგადოებრივი -პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა , თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების , ზნეობრივ -ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ .

2. „საპატიო ზესტაფონელის ” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდება დასტურია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის , განათლების , მეცნიერების , კულტურის , ხელოვნების , სპორტის , ჯანმრთელობის დაცვის , ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის შემოქმედებითი , საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის , აგრეთვე , ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებებისათვის , უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის პატივგებისა და აღიარების .

3.„საპატიო ზესტაფონელის “ წოდება შეიძლება მიენიჭოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაბადებულ ან /და მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს , რომელსაც თავისი საზოგადოებრივი , პროფესიული , სამეცნიერო ან /და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით ) აქვს :

ა ) განსაკუთრებული დამსახურება ზესტაფონის ან /და საქართველოს წინაშე ;

ბ ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზესტაფონის ან /და საქართველოს განვითარების საქმეში ;

4. „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს , რომელიც არ ცხოვრობს ზესტაფონში , ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს , რომელსაც თავისი საზოგადოებრივი , პროფესიული , სამეცნიერო ან /და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით ) აქვს :

ა ) განსაკუთრებული დამსახურება ზესტაფონის ან /და საქართველოს წინაშე ;

ბ ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზესტაფონის ან /და საქართველოს განვითარების საქმეში ;

გ ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში .

5. „საპატიო ზესტაფონელისა “ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდება პირს მიენიჭება სიცოცხლეში ერთხელ .

6. „საპატიო ზესტაფონელის ” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია , გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა , რასაც წყვეტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია .

 მუხლი 2. „საპატიო ზესტაფონელის ” და ზესტაფონის საპატიო   მოქალაქის “ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენება

1. „საპატიო ზესტაფონელის ” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს :

ა ) მუნიციპალიტეტის მერს ;

ბ ) საკრებულოს თავმჯდომარეს ;

გ ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს ;

ე ) საზოგადოებრივ , პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს ;

ვ ) სპორტულ ორგანიზაციებს , გაერთიანებებსა და ფედერაციებს ;

ზ ) მოქალაქეთა ჯგუფს .

2. „საპატიო ზესტაფონელის ” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები , კანდიდატურას წარუდგენენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიას , რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს :

ა ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია , სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება ;

ბ ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები ;

გ ) კანდიდატის ღირსების , ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი , საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში );

 მუხლი  3. ზესტაფონის   მუნიციპალიტეტის   მერიის   კომისია

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიას ინდივიდუალურ -ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ქმნის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი .

2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიაში „საპატიო ზესტაფონელის “ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის ” წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურები განიხილება ღიად და საჯაროდ . პატივგების დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არაუმეტეს 15 წევრისაგან .

 მუხლი 4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის კომისიაში კანდიდატურების განხილვა

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისია :

ა ) შეისწავლის საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღირსებისა , ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთარსებულ რეკომენდაციებს , მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს ;

ბ ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებისაგან , ასევე სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისაგან , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად ;

გ ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს , სურვილებს , მოსაზრებებსა და წინადადებებს , ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად .

2. კომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატმა კომისიას 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოუდგინოს პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი , ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე და წერილობითი თანხმობა .

მუხლი  5. „საპატიო ზესტაფონელის “ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების მინიჭება

1. კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით , ზესტაფონის მუნიციალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას საპატიო წოდების მინიჭების შესახებ .

2. „საპატიო ზესტაფონელის “ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის ” წოდების მოწმობისა და მედლების გაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში . ცერემონიალს ესწრებიან : საკრებულოს თავმჯდომარე , საკრებულოს წარმომადგენლები , აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები , საპატიო წოდების მქონე მოქალაქეები , ჟურნალისტები , გამოჩენილი ადამიანები , პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები , მოწვეული სტუმრები , საპატიო წოდების მქონე პირთა ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები .

3. საპატიო წოდებების მინიჭება განხორციელდება წელიწადში ერთხელ „ზესტაფონლობა -ღვინის ფესტივალი “-ს დღესასწაულზე .

4. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – „საპატიო წოდება “, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე .

5. წიგნში ჩანაწერების შესრულებას უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების , კულტურის , ძეგლთა დაცვის , სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური . წიგნში აისახება საპატიო წოდების მქონე პირის შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი , ბიოგრაფია და ცნობები , თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება ).

 მუხლი 6. „საპატიო ზესტაფონელის ” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების მქონე პირის უფლებები

1. საპატიო ზესტაფონელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათით , რითაც სარგებლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე .

2. საპატიო ზესტაფონლებს აქვს სრული უფლებამოსილება :

ა ) გაერთიანდნენ ერთ ან რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ან დამოუკიდებლად შექმნან   საზოგადოებრივი ორგანოები , რომელიც შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სოციალ -ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტებს ;

ბ ) მონაწილეობა მიიღონ საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში , დიალოგებში , დისკუსიებში , მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში ;

გ ) ჩაერთონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციებში , მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ -ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტის შემუშავებაში ;

დ ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი , უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე , მისცენ და დაასაბუთონ საკრებულოსა და მერიის წინაშე შუამდგომლობები და მიცემული რეკომენდაციები .

3. ღირსშესანიშნავ თარიღებთან და მოვლენებთან დაკავშირებით , აგრეთვე , მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში წონადი წვლილის შეტანისათვის , მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე , შეიძლება განხორციელდეს საპატიო წოდების მქონე პირთა ერთდროული ინდივიდუალური წახალისება .

 მუხლი 7. „საპატიო ზესტაფონელის “ და ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის   შესახებ

„საპატიო ზესტაფონელის “ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე .