საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2018 წლის 25 მაისი ქ. საგარეჯო |
|
1. ეს წესი განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების და ჯილდოების შემოღების სამართლებრივ საფუძვლებს და აღნიშნული საკითხების განხილვის წესს .
2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს , რომელსაც თავისი საზოგადოებრივი , პროფესიული , სამეცნიერო ან /და სხვა სახის საქმიანობით /მოღვაწეობით :
ა ) გააჩნია განსაკუთრებული დამსახურება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ან /და საქართველოს წინაშე ;
ბ ) მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ან /და საქართველოს განვითარების საქმეში ;
გ ) მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში .
3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება შესაძლებელია განხორციელდეს ისეთი სხვა ობიექტური საფუძვლებიდან გამომდინარეც , რომელიც ამართლებს აღნიშნული სტატუსის მინიჭებას .
4.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ .
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს :
ა ) საზოგადოებრივ , პროფესიულ , შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს ;
ბ ) მუნიციპალიტეტის მერს ;
გ ) საკრებულოს თავმჯდომარეს ;
დ ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს ;
ე ) საინიციატივო ჯგუფს , მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით ;
ვ ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს .
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით , რასაც თან უნდა ერთოდეს :
ა ) კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით ;
ბ ) კანდიდატურის ბიოგრაფიული მონაცემები ;
გ ) კანდიდატის ღირსების , ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები ;
დ ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი .
1. ამ წესის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს .
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი , რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს , მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები . სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი , საკუთარი შემადგენლობიდან , სიითი შემადგენლობის უმრავლესობით .
3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს ბრძანების სახით .
4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მიზნით სამუშაო ჯგუფის მიერ შესაბამისი კანდიდატურის განხილვის და დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ , კანდიდატი ან კანდიდატურის წარმდგენი , საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს წარდგენილი კანდიდატის წერილობით თანხმობას .
5. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დროს ხდება მოწმობის გადაცემა , რომლის ფორმას ბრძანებით ამტკიცებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი , დამზადებას უზრუნველყოფს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია . მოწმობაში აღინიშნება : საპატიო წოდების სახე , პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები , მოკლე დასაბუთება (დამსახურება /მიღწევები ). მოწმობაზე დატანილი უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გერბი .
6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ მოწმობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი . იგი დასტურდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით .
7. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შემთხვევაში შესაძლებელია პიროვნებას გადაეცეს ფულადი ჯილდო ან /და ფასიანი საჩუქარი .
8. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში , რომლის წარმოებას და შენახვას უზრუნველყოფს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური .
9. საპატიო წოდების მოწმობის გადაცემა , როგორც წესი , ხდება საზეიმო ვითარებაში .
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება , თუ მის მიერ ჩადენილ იქნა :
ა ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული ;
ბ ) ქმედება , რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ /ზნეობრივ და ეთიკურ ნორმებს .
2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს , რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე .
1.აღნიშნული წესის ამოქმედებისთანავე , მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი .
2. აღნიშნული წესის ამოქმედებისთანავე , საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დამტკიცებულ იქნეს საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა .