„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45-72 |
|
2019 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი |
„მუხლი 3
დამტკიცდეს საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში ავტობუსები (M3 კატეგორია), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების შემდეგი სისტემა: M3 კატეგორიის ავტობუსებსა და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტში (მეტრო) მგზავრობის საფასურის გადახდის ფუნქციის მქონე ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების მფლობელი, მგზავრობის საფასურის ამ ბარათით ან გადახდის საშუალებით 0,5 ლარის გადახდის შემდეგ, აგრეთვე ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირი, მისი სამგზავრო პლასტიკური ბარათით ან გადახდის სხვა საშუალებით მგზავრობის საფასურის გადახდის შემდეგ, უფლებამოსილია ავტობუსებით (M3 კატეგორია) ან/და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) უფასოდ იმგზავროს 90 წუთის განმავლობაში იმ პირობით, რომ აღნიშნულ დროში ყოველი მგზავრობისას აიღებს სამგზავრო ბილეთს (რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში უფასოა) მისი ბარათით ან გადახდის სხვა საშუალებით.“.
|