„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №76-11 |
|
2021 წლის 5 მარტი ქ. თბილისი |
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების/ფასის, აგრეთვე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტს, „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M2 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ფასი დამტკიცდეს 0,5 ლარის ოდენობით.“;
გ) დადგენილების მე-2 მუხლის;
გ.ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:“;
გ.ბ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ:“;
გ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.“;
დ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების შემდეგი სისტემა: ავტობუსებსა და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტში (მეტრო) მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდის ფუნქციის მქონე ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების მფლობელი, მგზავრობის ტარიფის/ფასის ამ ბარათით ან გადახდის საშუალებით 0,5 ლარის გადახდის შემდეგ, აგრეთვე ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით მოსარგებლე პირი, მისი სამგზავრო პლასტიკური ბარათით ან გადახდის სხვა საშუალებით მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდის შემდეგ, უფლებამოსილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) უფასოდ იმგზავროს 90 წუთის განმავლობაში იმ პირობით, რომ აღნიშნულ დროში ყოველი მგზავრობისას აიღებს სამგზავრო ბილეთს (რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში უფასოა) მისი ბარათით ან გადახდის სხვა საშუალებით.“;
ე) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირმა უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით, მე-2 და მე-3 მუხლებით დამტკიცებული მგზავრობის ტარიფით და ფასდაკლების სისტემით მომსახურების განხორციელება მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“;
ვ) დადგენილებას, მე-4 მუხლის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 1 მუხლი:
„მუხლი 41
ავტობუსებით (M2 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-2 და მე-3 მუხლებით დამტკიცებული ფასდაკლების სისტემით მომსახურების განხორციელება მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.
|