„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №66-120 |
|
2020 წლის 6 ნოემბერი ქ. თბილისი |
ა) დადგენილების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით, ასევე მე-3 მუხლით გათვალისწინებული ფასდაკლების სისტემით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ, გარდა სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა.“;
ბ) დადგენილებას, მე-20 მუხლის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201
სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით, ასევე მე-3 მუხლით გათვალისწინებული ფასდაკლების სისტემით მოსარგებლე სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ.“;
გ) დადგენილების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს მხოლოდ ამ დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით, ასევე ფასდაკლების სისტემით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას – 0,5 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება.“;
დ) დადგენილებას, 211 მუხლის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 212 მუხლი:
„მუხლი 212
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, უზრუნველყოს მხოლოდ ამ დადგენილების 201 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი ქვეპროგრამიდან, დადგენილ ტარიფამდე/ფასამდე თანხის შევსების მიზნით M3 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი მგზავრობით და მე-3 მუხლით გათვალისწინებული ფასდაკლების სისტემით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის/ფასის სრული ოდენობის თანხების თავის ანგარიშზე გადატანა, შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ანაზღაურების მიზნით.“.
|