„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების/ფასის, აგრეთვე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8-23 |
|
2022 წლის 18 მარტი ქ. თბილისი |
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ანგარიშზე.“;
გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული: ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:“;
დ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს, „ლ1“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ2“ ქვეპუნქტი:
„ლ2) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრულ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს“;
ე) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული: ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ:“;
ვ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული: ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.“;
ზ) მე-2 მუხლს, 31 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„თ“, „კ“, „მ“, „ო“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ.ა“-„ბ.გ“, „ბ.ე“, „გ“, „ე“, „თ“-„ი1“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების შემთხვევაში თითოეული პირისთვის კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 200 მგზავრობისა, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „ლ1“, „ლ2“, „ნ“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის „ბ.დ“, „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების შემთხვევაში თითოეული პირისთვის კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 100 მგზავრობისა, ხოლო ამ დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული ფასდაკლების სისტემით სარგებლობისას მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდის ფუნქციის მქონე ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების (გარდა ვადიანი სამგზავრო ბარათისა) გამოყენების შემთხვევაში კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 200 მგზავრობისა.“.
2. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2022 წლის პირველი მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|