„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45-74 |
|
2019 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი |
ა) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებაზე ნებართვა გაიცა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალება ტექნიკურ ინსპექტირებას ექვემდებარება ტაქსისთვის დადგენილი პერიოდულობით, რომლის ათვლაც დაიწყება ზემოაღნიშნული ნებართვის გაცემის დღიდან. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს უუქმდება ნებართვა.“;
ბ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) თუ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემულია ნებართვა და კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ტექნიკური ინსპექტირება ტაქსებისთვის დადგენილი პერიოდულობით.“.
|