„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის №32-110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42-37 |
|
2019 წლის 24 მაისი ქ. თბილისი |
ა) პირველი მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით დამატებული მე-3 მუხლის 64 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„64. განაცხადის შევსებისას, ნებართვის მაძიებელი შესაბამის ველში უთითებს კონკრეტულად რომელი კატეგორიის (A“ ან „B“) ნებართვა სურს გაიცეს მასზე. ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე შესაძლებელია გაიცეს როგორც „A“, ისე „B“ კატეგორიის რამდენიმე ნებართვა, ხოლო იგივე სატრანსპორტო საშუალებაზე დაუშვებელია, დაინტერესებულ პირზე ორივე („A“ და „B“) კატეგორიის ნებართვის გაცემა."
ბ) პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით ჩამოყალიბებული მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. „B“ კატეგორიის ნებართვის მფლობელს მომსახურების გაწევისას ეკრძალება სატრანსპორტო საშუალებაზე ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნის ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი სხვა საშუალების განთავსება.“;
გ) პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) ნებართვის კატეგორია („A“ ან „B“);“;
დ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით დამატებული 63 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით დამატებული 63 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.
3. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოყვეყნებისთანავე.“.
|