„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის №32-110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37-9 |
|
2019 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი |
ა) პირველი მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ნებართვა – ნებართვის მაძიებლისათვის ნებართვის გამცემის მიერ მინიჭებული უფლება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ვადით და ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალებით (რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს) განახორციელოს მომსახურება საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია). ნებართვა არის:
ე.ა) „A“ კატეგორიის – გაიცემა ნებართვის მაძიებელზე, თუ იგი დააკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;
ე.ბ) „B“ კატეგორიის – გაიცემა ნებართვის მაძიებელზე, თუ იგი დააკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის 63 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;“;
ბ) პირველი მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. „A“ კატეგორიის ნებართვის პირველად გაცემის შემდეგ ნებართვის მფლობელს ნებართვის გამცემის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დადგენილი წესით, ერთჯერადად უსასყიდლოდ გადაეცემა ამ წესის დანართი 4-ით გათვალისწინებული ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის ერთი მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი შავი ფერის წარწერით „TAXI თბილისი“ (შემდგომში – მანათობელი ნიშანი). ნებართვის მფლობელისთვის მანათობელი ნიშნის მეორე და ყოველი მომდევნო გაცემა ხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დადგენილი წესით და გაცემის საფასური განისაზღვრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერვე.“;
გ) პირველი მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სანებართვო პირობები
1. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) მომსახურების გაწევისას გამოიყენოს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული მანათობელი ნიშანი;
ბ) მომსახურების გაწევისას მანათობელი ნიშანი განათავსოს სატრანსპორტო საშუალების ძარის ზედა ნაწილის (სახურავის) შუა ადგილზე გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ძარის ზედა ნაწილი (სახურავი) შუშისაა (პანორამა), რა დროსაც მანათობელი ნიშანი შეიძლება განთავსდეს სატრანსპორტო საშუალების ძარის ზედა ნაწილზე (სახურავზე);
გ) სანებართვო საქმიანობის განხორციელებისას, მანათობელ ნიშანზე ჩართული იყოს მწვანე ფერი იმ შემთხვევაში როდესაც მგზავრი არ ჰყავს, ხოლო წითელი ფერი იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრი ჰყავს ან გამოძახებულია მგზავრის მიერ;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, აგრეთვე ამ წესის დანართი 2-ით და დანართი 3-ით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა მსუბუქ ავტომობილზე – ტაქსზე (M1 კატეგორია) არ ჰქონდეს სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მათ შორის, მუნიციპალიტეტის, ქალაქის, რაიონის, ქუჩის აღმნიშვნელი და სხვა);
ე) უზრუნველყოს ნებართვის განთავსება სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა მგზავრის მიერ;
ვ) რეკლამა განათავსოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, ამ წესის დანართი 3-ის შესაბამისად განსაზღვრულ ადგილებზე,“;
2. „B“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) უზრუნველყოს ნებართვის განთავსება სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა მგზავრის მიერ;
ბ) უზრუნველყოს მხოლოდ იმ მგზავრის აყვანა, რომლის მომსახურების მიზნით მივიდა გამოძახების ადგილზე.
3. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ნებართვის მფლობელმა დარღვეული სანებართვო პირობა უნდა გამოასწოროს 72 საათის ვადაში.“.
|