„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის №32-110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№42-38
სარეგისტრაციო კოდი
300330000.35.101.016609
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42-38

2019 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 დეკემბრის №32-110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 7 დეკემბრის №32-110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-9 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 14/02/2019; სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016582) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაამტკიცოს მანათობელი ნიშნის გაცემის წესი.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების ფერის ცვლილების (თეთრი ფერით) და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემის ორგანიზება, თუ სურვილის შემთხვევაში:

ა) ნებართვის მფლობელს, რომელსაც ნებართვა აღებული ჰქონდა 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალების შეცვლის გამო მოუწია ახალი ნებართვის აღება;

ბ) ნებართვის მფლობელს, რომელსაც ნებართვა აღებული ჰქონდა 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით და განსაზღვრულ ვადაში არ მიუმართავს ვაუჩერ(ებ)ის გაცემის თხოვნით;

გ) ნებართვის მფლობელს, რომელსაც ნებართვა აღებული ჰქონდა 2018 წლის 11 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალება გამოშვებულია 2004 წლიდან 2019 წლის ჩათვლით;

დ) ნებართვის მფლობელს, რომელსაც ნებართვა აღებული ჰქონდა 2018 წლის 11 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალების შეცვლის გამო მოუწია ახალი ნებართვის აღება და ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალება გამოშვებულია 2004 წლიდან 2019 წლის ჩათვლით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე