„სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.108.016414
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50

2018 წლის 24 მაისი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის შესაბამისად,  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 ივლისის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/07/2016; სარეგისტრაციო კოდი:  010250050.35.108.016274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაგენილებით დამტკიცებული წესის:

ა)  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს წესი შემუშავებულია ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების, ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილების, სხვა მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე და განსაზღვრავს ამ წესის შესაბამისად,  სენაკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (შემდგომში – მერის წარმომადგენელი)  მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.“;  

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერის წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება  „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებით და ამ წესის შესაბამისად.“;

გ) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მერის წარმომადგენელი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებით და სხვა მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ რუსია