„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №397 |
|
2019 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2019, 470230000.10.003.021024) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი: „ა.დ) ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ ქვეპუნქტი: „გ.დ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში ახალი ოფისების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა;“; გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დაბა ბაკურიანში, დაბა გუდაურსა და სხვა საკურორტო ზონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრების (EMERGENCY) მშენებლობა, რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და აღჭურვა;“; დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) დაბა აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის ფუნქციონირებისათვის სამედიცინო და სარეაბილიტაციო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვა;“; ე) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები: „ლ) ორ სერვერულ ცენტრს შორის ძირითადი და ალტერნატიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი („Dark Fiber“) კავშირის უზრუნველყოფის შესყიდვა; მ) NordDRG Grouper-პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 20 000.0 ათასი ლარით:
|
|