„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ნიმუშის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის N218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს |
|
2019 წლის 21 აგვისტო ქ. რუსთავი |
ა) დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის „ტ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ.გ“ ქვეპუნქტი:
„ტ.გ) „საკონკურსო და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების საბანკო გარანტია რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის“ წარდგენილი უნდა იქნეს კონკურსში გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების გაფორმებამდე საკონკურსო და სახელშეკრულებო ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად. კონკურსში გამარჯვებულისათვის მის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ნებართვის მოქმედების ვადას ერთი თვით, რომელიც ნებართვის გამცემთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შეიძლება შემცირდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის შემდეგ ყოველწლიურად. ნებართვის მფლობელს აღნიშნული საბანკო გარანტია უბრუნდება მხოლოდ კონკურსითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ.“;
ბ) დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ.ბ“, „ვ.დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირებისათვის.“;
გ) დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი M2 და/ან M3 კატეგორიის ავტობუსების მონაცემების და დოკუმენტაციის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შედარებით (შეფასებით) დადგენილების დანართი №2.1 და №2.2-ის შესაბამისად.“;
დ) დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 ან/და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანებზე ნებართვის მაძიებელთა შეფასების კრიტერიუმები და ნებართვის მაძიებლისთვის ქულების მინიჭების წესი დანართი №2.1-ის შესაბამისად;“;
ე) დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ პუნქტი:
„ბ1) რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანებზე ნებართვის მაძიებელთა შეფასების კრიტერიუმები და ნებართვის მაძიებლისთვის ქულების მინიჭების წესი დანართი №2.2-ის შესაბამისად.“;
ვ) დადგენილების პირველი მუხლის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული სანებართვო მოწმობის ფორმა ჩამოყალიბდეს დანართი №3.2.1-ის და დანართი №3.2.2-ის შესაბამისად.
|
1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) ავტობუსის ტექნიკური მონაცემები; ბ) საკუთრებაში ან სარგებლობაში იჯარით/ლიზინგით ან სარგებლობის სხვა ფორმით აღებული ავტობუსების რაოდენობა; გ) სამგზავრო გადაყვანების მომსახურების მენეჯმენტი; დ) მგზავრობის ფასი. 2. საერთო შეფასებაში თითოეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა და ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი. 3. გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს. 4. საბოლოო ქულათა ჯამი იანგარიშება ფორმულით: S = 0.45C + 0.15L + 0.15N + 0,25T სადაც: C – არის ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა, ხოლო 0.45 – ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; L – არის საკუთრებაში/სარგებლობაში მყოფი ავტობუსების რაოდენობის შეფასების ქულა, ხოლო 0.15 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; N – არის მომსახურების მენეჯმენტის შეფასების ქულა, ხოლო 0.15 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; T – არის ნებართვის მაძიებლის მიერ შემოთავაზებული მგზავრობის ფასის შეფასების ქულა, ხოლო 0,25 ამ ქულის პრიორიტეტულობის მაჩვენებელი. 5. ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:
C = Y1 + Y2 + Y3 + . . . + Yn ––––––––––––––––––––––––– n სადაც: Y1, .... ,Yn – არის ნებართვის მაძიებლის თითოეული შესაფასებელი ავტობუსის გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის, ტექნიკურ–საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა. n – არის თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ შეფასებული ავტობუსების ლოტზე ბოლო კონკურსით განსაზღვრული რაოდენობა. თითოეული ავტობუსისათვის: Yn = (Ayear +Aeuro +Atecn )/3 სადაც: Ayear – არის თითოეული ავტობუსის წლოვანების შეფასების ქულა; Aeuro – თითოეული ავტობუსის EURO სტანდარტთან შესაბამისობის ქულა; Atecn – თითოეული ავტობუსის ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასების ქულა.
6. თითეული ავტობუსის წლოვანების შეფასება ხდება შემდეგი ქულების მიხედვით: ა) 2 წლის და ნაკლები – 50 ქულა; ბ) 2-დან 3 წლამდე – 45 ქულა; გ) 3-დან 5 წლამდე – 40 ქულა; დ) 5 -დან 8 წლამდე – 35 ქულა; ე) 8 -დან 11 წლამდე – 30 ქულა; ვ) 11 -დან 15 წლამდე – 20 ქულა; ზ) 15 წელზე მეტი – 0 ქულა. 7. თითეული ავტობუსის EURO სტანდარტთან შესაბამისობა ფასდება შემდეგი ქულებით:
ბ) არ შეესაბამება EURO სტანდარტს – 0 ქულა.
8. თითოეული ავტობუსის ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებები და სხვა მაჩვენებლები ფასდება ავტობუსის კლასის, მისი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების ზომების, დასაჯდომი ადგილების რაოდენობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების სიდიდეების შესაბამისობით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესებთან და ამ წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან – ტენიკურ რეგლამენტებთან, შემდეგი ქულებით: ა) ავტობუსის ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებები და კლასი, მისი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების ზომები, დასაჯდომი ადგილების რაოდენობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების სიდიდეები შეესაბამება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ ტენიკურ რეგლამენტებში მოცემული ავტობუსების კლასს და ტექნიკურ ნორმებს – 50 ქულა; ბ) ავტობუსის ტექნიკურ–საექსპლუატაციო თვისებები და კლასი, მისი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების ზომები, დასაჯდომი ადგილების რაოდენობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების სიდიდეები ნაწილობრივ შეესაბამება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ ტენიკურ რეგლამენტებში მოცემული ავტობუსების კლასს და ტექნიკურ ნორმებს – 35 ქულა; გ) არ შეესაბამება სტანდარტებს და ტექნიკურ რეგლამენტებში მოცემულ ნორმებს – 0 ქულა. 9. საკუთრებაში ან იჯარით/ლიზინგით ან სარგებლობაში სხვა ფორმით მყოფი ავტობუსების რაოდენობის შეფასების ქულა გაიანგარიშება შემდეგნაირად: L = 0,7 R1 + 0,3 R2, სადაც: R1 – არის ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული ავტობუსების რაოდენობა, ხოლო-ციფრი 0,7 ამ მაჩვენებლის პრიორიტეტულობის კოეფიციენტია; R2 – არის ნებართვის მაძიებლის იჯარით/ლიზინგით ან სარგებლობის სხვა ფორმით პირდაპირ მფლობელობაში მყოფი ავტობუსების რაოდენობა, ხოლო ციფრი – 0,3 ამ მაჩვენებლის პრიორიტეტულობის კოეფიციენტია; 10. მგზავრთა გადაყვანის მომსახურების მენეჯმენტის შეფასების ქულა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) მომსახურების მენეჯმენტს განახორციელებს თანამედროვე, მაინფორმირებელი საკომუნიკაციო ელექტრონული მოწყობილობებით და კომპიუტერული ტექნიკით – Htech; ბ) ნებართვის მაძიებლის ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტება – Xkv; გ) ლოჯისტიკური ბაზის გამოყენება Ylog; დ) სამგზავრო გადაყვანების სფეროში ნებართვის მაძიებლის საქმიანობის გამოცდილება – ZE; ა) თუ ნებართვის მაძიებელი მენეჯმენტს განახორციელებს თანამედროვე საკომუნიკაციო–ელექტრონული მოწყობილობებით და კომპიუტერული ტექნიკით – Htech - 50 ქულა, თუ ნებართვის მაძიებელი მენეჯმენტს განახორციელებს კომპიუტერული ტექნიკით თანამედროვე საკომუნიკაციო–ელექტრონული მოწყობილობების გარეშე – Htech 30 ქულა; თუ ნებართვის მაძიებელი მენეჯმენტს განახორციელებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე საკომუნიკაციო–ელექტრონული მოწყობილობების გარეშე – Htech 0 ქულა; ბ) მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომლექტებულ მენეჯმენტში იგულისხმება ნებართვის მაძიებლის ადმინისტრაციის, ტექნიკური და საექსპლუატაციო სამსახურების ხელმძღვანელების კვალიფიკაციის და სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი საბუთები (დიპლომი, მოწმობა, სერტიფიკატი, შრომითი სტაჟის ამონაწერი და სხვ.) კრიტერიუმი ფასდება შემდეგნაირად: 1) სრულადაა დაკომპლექტებული შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებით და გააჩნია პროფესიით მუშაობის დროითი გამოცდილება – Xkv – 50 ქულა; 2) ნაწილობრივ არის დაკომპლექტებული შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებით და გააჩნია პროფესიით მუშაობის დროითი გამოცდილება – Xkv – 40 ქულა; 3) არ არის დაკომპლექტებული შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებით და არ გააჩნია პროფესიით მუშაობის დროითი გამოცდილება – Xkv – 0 ქულა; გ) ლოჯისტიკაში იგულისხმება ნებართვის მაძიებლის მიერ მატერიალური რესურსისა და ინფორმაციის აღრიცხვა, მართვა და კონტროლი. კრიტერიუმი ფასდება შემდეგნაირად: ა) სრულად ახორციელებს ლოჯისტიკას – Ylog = 50 ქულა; ბ) ნაწილობრივ ახორციელებს ლოჯისტიკას – Ylog = 30 ქულა; გ) არ ახორციელებს ლოჯისტიკას – Ylog = 0 ქულა; ნებართვის მაძიებლის გამოცდილებაში იგულისხმება ნებართვის მაძიებლის დროითი გამოცდილება სამგზავრო გადაყვანების სფეროში. კრიტერიუმი ფასდება შემდეგნაირად: 1) 3 წლის და მეტი გამოცდილება – ZE = 50 ქულა; 2) 1-დან 3 წლამდე გამოცდილება – ZE = 30 ქულა; 3) 0-დან 1 წლამდე გამოცდილება – ZE = 15 ქულა; 4) 0 წლის გამოცდილება – ZE = 0 ქულა. საბოლოოდ მგზავრთა გადაყვანის მომსახურების მენეჯმენტის შეფასების ქულა გამოითვლება შემდეგი ფორმულით: N = 0,25Htech + 0, 25 Xkv + 0,25Ylog + 0,25ZE 4 სადაც:
Htech – არის თანამედროვე ტექნოლოგიებით მენეჯმენტის განხორციელების ქულა; Xkv – არის ნებართვის მაძიებლის ადმინისტრაციისა და მძღოლების კვალიფიკაციის ქულა; Ylog – არის ნებართვის მაძიებლის მიერ ლოჯისტიკური ბაზის გამოყენების ქულა; ZE – არის ნებართვის მაძიებლის გამოცდილების ქულა. 11. ნებართვის მაძიებლის მიერ ლოტზე შემოთავაზებული მგზავრობის ფასის კრიტერიუმი „T“ ფასდება მგზავრობის ღირებულების საბაზრო პირობებით განსაზღვრული ფასის შენარჩუნების მიხედვით. მგზავრობის ფასის შეფასების ქულა განისაზღვრება შემდეგნაირად: 1. ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი თანხმობა განსაზღვრულ ლოტზე კონკურსის გამოცხადების პერიოდისათვის მგზავრთა გადაყვანის ფასის შენარჩუნების და მისი დასაბუთებული ცვლილების ნებართვის გამცემთან შეთანხმების შესახებ – T= 50 ქულა; 2. პირველი პუნქტის პირობების შეუსრულებლობისას – T=0 ქულა; შენიშვნა: შემოთავაზებული ფასი შეიცვლება მხოლოდ ფასზე მოქმედი ფაქტორების მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში ნებართვის გამცემთან შეთანხმებით. 12. თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს თანაბარ საბოლოო ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელსაც სამგზავრო გადაზიდვებში მუშაობის მეტი გამოცდილება (ხანდაზმულობა) გააჩნია. თუკი ამ პირობას თანაბრად აკმაყოფილებს ნებართვის ორი ან მეტი მაძიებელი, მაშინ უპირატესობა მიენიჭება ნებართვის იმ მაძიებელს, რომელთანაც მეტი კვალიფიკაციის, გამოცდილების (პროფესიული უნარ-ჩვევების) მქონე მძღოლები არიან დასაქმებულნი. 13. კონკურსში გამარჯვებულად არ გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომლის მიერ შესაფასებლად წარმოდგენილი ავტობუსების გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის და თითეული ავტობუსის ტექნიკურ–საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა (Yn) არის 15 ან 15-ზე ნაკლები. 14. დაუშვებელია მომსახურების გასაწევად საკონკურსო განაცხადით ავტობუსის შემოთავაზება, თუ: ა) ავტობუსი არ აკმაყოფილებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს; ბ) სალონში ჰაერის ვენტილაცია ან გათბობა არ ხორციელდება; გ) გადაკეთებულია მგზავრთა გადასაყვან ავტოსატრანსპორტო საშუალებად ან/და კუსტარულად აქვს დამატებული სავარძლები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დარღვევით. 15. ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ფასდება და ნებართვის მაძიებელი არ შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად, თუ: ა) წარმოდგენილი საკონკურსო განცხადება არ შეესაბამება სანებართვო პირობებს; ბ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.
|
|
სატრანსპორტო საშულების კატეგორია |
М3 (ევროპის პარლამენტის 2007/46/EC დირექტივის მიხედვით) – 2007/46/EC – ევროპარლამენტის 2007 წლის 5 სექტემბრის 2007/46/EC დირექტივა, რომელიც ქმნის საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელების დამტკიცების ჩარჩოს და ამ სატრანსპორტო საშუალებების (ჩარჩო დირექტივის) განკუთვნილი სისტემების, კომპონენტების და ცალკეული ტექნიკური აგრეგატების შესაბამისობას. შესაბამისობა დადასტურებული უნდა იყოს დოკუმენტალურად. |
|
სატრანსპორტო საშულების კლასი |
I (პირველი კლასი). (ევროპის პარლამენტის 2001/85/EC დირექტივის მიხედვით – 2001/85/EC – ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 20 ნოემბრის 2001/85/EC დირექტივა, რომელიც მოიცავს სპეციალურ დებულებებს და დაკავშირებულია მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებშიც მგზავრებისთვის არის განკუთვნილი რვა ან მეტი სავარძელი მძღოლის სავარძლის გამოკლებით. 70/156 / EEC და 97/27 / EC დირექტივების შესწორება (ანუ ეს ორი დირექტივა გაუქმებულია და არ არის მოქმედი).) შესაბამისობა დადასტურებული უნდა იყოს დოკუმენტალურად. |
|
სიგრძე |
12000 მმ (+1000 მმ, – 500 მმ) |
|
სიგანე |
2500 მმ (± 100 მმ) (უკანა ხედვის სარკეების გარეშე) |
|
სიმაღლე |
2800 მმ (+ 400 მმ) (სახურავზე დამონტაჟებული კონდიციონერის გარეშე) |
|
მაქსიმალური წონა |
(დაუტვირთავ მდგომარეობაში) არაუმეტეს 20 000კგ. |
|
მგზავრების რაოდენობა სულ (მძღოლის დასაჯდომის გარეშე) |
არანაკლებ 75 მგზავრი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი მოწყობილობით. |
|
სიჩქარე |
არანაკლებ 70 კმ/სთ. |
|
სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი |
ავტომატური სიჩქარის გადაცემათა კოლოფი, არანაკლებ ოთხსიჩქარიანი (წინ სვლის), სამთო მუხრუჭით (რეტარდერი). |
|
საჭის სისტემა |
მარცხენა საჭე გამაძლიერებლით აღჭურვილი. |
|
სამუხრუჭე სისტემა |
ავტობუსს უნდა გააჩნდეს ABS და ASR სამუხრუჭე სისტემები, სათადარიგო (პარკინგის) მუხრუჭი, უკუსვლის ხმოვანი სიგნალი, სამუხრუჭე საფენის ცვეთის მაჩვენებელი. ავტობუსი შესაძლებელია აღჭურვილი იყოს EBS სამუხრუჭე სისტემით. |
|
შშმ პირებისთვის ადაპტირებული პანდუსი |
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მექანიკური პანდუსი უნდა იყოს მეორე კარის ტერიტორიაზე, რათა საშუალება იყოს ეტლის შესვლისა. პანდუსს უნდა შეეძლოს დაახლოებით 300 კილოგრამი ტვირთის ზიდვა. დიზაინი და მონტაჟი უნდა აკმაყოფილებდეს ECE R107 რეგულაციას. როდესაც გამოყენებაში არ არის და დაკეცილია ავტობუსში, პანდუსი უნდა იყოს ჩადებული იატაკში და არ უნდა წარმოადგენდეს მგზავრების დისკომფორტის მიზეზს. |
|
სახელურები და მილები |
მგზავრთა განყოფილება აღჭურვილი უნდა იყოს სახელურებითა და ხელის მოსაჭიდი მილებით (მათ შორის, მოსახერხებელი სახელურებით დაბალი მგზავრებისათვის). თითოეული კარების მიმდებარედ უნდა იყოს არანაკლებ ერთი გაჩერების მოთხოვნის ღილაკი. სახელურები და მილები უნდა იყოს კონტრასტული ფერის, იოლი ხილვადობისთვის. |
|
გათბობა და კონდიცირება |
ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული გათბობა, კონდინცირება და ვენტილაცია. მძღოლის კაბინისა და მგზავრების განყოფილების გათბობა, კონდიცირება და ვენტილაცია უნდა ხდებოდეს განცალკევებულად. ავტობუსის კონდინცირება გათვლილი უნდა იყოს რუსთავის კლიმატურ პირობებზე (- 15˚C - +45˚C). მძღოლის კაბინასა და მგზავრთა განყოფილებას უნდა გააჩნდეს სტანდარტული გათბობა სულ მცირე ძრავის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს ავტობუსის მთლიან შიდა სივრცეში თბილი ჰაერის თანაბარ გადანაწილებას. |
|
საბუქსირე ელემენტები |
ავტობუსს უნდა გააჩნდეს საბუქსირე კაუჭის მოდების ადგილები წინა და უკანა მხარეს. |
|
აწევის წერტილები |
ავტობუსს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 (ოთხი) იოლად მისადგომი აწევის წერტილი, ამწეებზე მიმაგრების ფუნქციით. |
|
საბანკო გარანტია |
ნებართვის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს „კონკურსში მონაწილეობის საბანკო გარანტია“ და გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს „საკონკურსო და სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია“ ხელშეკრულების გაფორმებამდე. |
|
მგზავრის მთვლელი აპარატი |
ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს მგზავრის მთვლელი აპარატით (კარების რაოდენობის მიხედვით), რომელიც ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ აუცილებლად უნდა შეიცვალოს. |
|
ვიდეოთვალი და ჯიპიეს მოწყობილობა |
ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს მინიმუმ ერთი ვიდეოთვალით, რომელიც ასახავს ავტობუსის შიდა სივრცეს და მგზავრთა გადაადგილებას ავტობუსში, ასევე ჯიპიესით, რომლითაც შესაძლებელი იქნება ავტობუსის გადაადგილების კოორდინატების დადგენა სივრცეში. |
|
ავტობუსების მოძრაობის ინტერვალი არაუმეტეს 20 წუთი |
აღნიშნული პირობის თანახმად, კონკურსში მონაწილე პირი იღებს ვალდებულებას, რომ ავტობუსებით მომსახურების განხორციელებისას მოძრაობის ინტერვალი იქნება არაუმეტეს 20 წუთი, თუმცა აღნიშნული მოძრაობის ინტერვალი (გეგმა-გრაფიკი) შეიძლება შეიცვალოს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით (დანართის სახით) ნებართვის მფლობელის დასაბუთებული წინადადების საფუძველზე ნებართვის გამცემის წერილობითი თანხმობით. |
|
მგზავრობის თანამედროვე გადახდის სისტემა |
ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს მგზავრობის გადახდის თანამედროვე ელექტრონული აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს უნაღდო და ნაღდ ანგარიშსწორებას. |
|
არანაკლებ 9 ავტობუსი |
კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს არანაკლებ 9 ავტობუსი, აქედან 8 ყოველდღიურად მომუშავე და ერთი სარეზერვო. |
1. საბოლოო ქულათა ჯამი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
S = 0.60*C + 0.40*T
სადაც:
C – არის ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა, ხოლო 0.60 – ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;
T – არის ნებართვის მაძიებლის მიერ შემოთავაზებული მგზავრობის ფასის შეფასების ქულა, ხოლო 0.40 ამ ქულის პრიორიტეტულობის მაჩვენებელი.
2. ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:
Y1 + Y2 + Y3 + . . . + Yn
C = –––––––––––––––––––––––––––
9
სადაც:
Y1 , .... ,Yn – არის ნებართვის მაძიებლის თითოეული შესაფასებელი ავტობუსის გამოშვების წლის, დასაჯდომი ადგილების, ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა.
n – არის თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ შეფასებული ავტობუსების რაოდენობა.
თითოეული ავტობუსისათვის:
Y = (Ayear +Apass +Atecn )/3
სადაც:
Ayear – არის თითოეული ავტობუსის წლოვანების შეფასების ქულა;
Apass – თითოეული ავტობუსის დასაჯდომი ადგილების შეფასების ქულა;
Atecn – თითოეული ავტობუსის ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასების ქულა.
ა) თითეული ავტობუსის წლოვანების (Ayear) შეფასება ხდება შემდეგი ქულების მიხედვით:
ბ) თითეული ავტობუსის დასაჯდომი ადგილები მაჩვენებელი (Apass) ფასდება შემდეგი ქულებით:
1) არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილი – 100 ქულა;
2) არანაკლებ 30 დასაჯდომი ადგილი – 90 ქულა;
3) 30 დასაჯდომ ადგილზე ნაკლები – 0 ქულა;
გ) თითეული ავტობუსის ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებები და სხვა მაჩვენებლები (Atecn) ფასდება შემდეგი ქულებით:
1) ყველა ავტობუსი არის ერთი მოდელის – 100 ქულა;
2) ავტობუსები არის ორი სხვადასხვა მოდელის – 80 ქულა;
3) ავტობუსები არის ორზე მეტი მოდელის – 0 ქულა.
შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებლის თითოეული შესაფასებელი ავტობუსის გამოშვების წლის, დასაჯდომი ადგილების, ტექნიკურ– საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა (Y) ელექტროავტობუსის შემთხვევაში გაიზრდება 20%-ით.
კონკურსიდან გამოითიშება ის ავტობუსი, რომლის გამოშვების წლის, დასაჯდომი ადგილების, ტექნიკურ– საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული ქულა (Y) არის 80 ან 80-ზე ნაკლები.
3. ნებართვის მაძიებლის მიერ ლოტზე შემოთავაზებული მგზავრობის ფასის კრიტერიუმი „T“ ფასდება მგზავრობის ღირებულების საბაზრო პირობებით განსაზღვრული ფასის შენარჩუნების მიხედვით, რომლის შეფასების ქულა განისაზღვრება შემდეგნაირად:
1) მგზავრობის ღირებულება 0.90 ლარი – 100 ქულა;
2) მგზავრობის ღირებულება 1.00 ლარი – 90 ქულა;
3) მგზავრობის ღირებულება 1.10 ლარი – 80 ქულა;
4) მგზავრობის ღირებულება 1.20 ლარი – 70 ქულა.
შენიშვნა: შემოთავაზებული ფასი არ შეიძლება იყოს 1.20 ლარზე მეტი და ის შეიცვლება მხოლოდ ფასზე მოქმედი ფაქტორების მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში ნებართვის გამცემთან შეთანხმებით.
4. თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს თანაბარ საბოლოო ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომლის მიერ შემოთავაზებული ფასი იქნება ნაკლები. თუკი ამ პირობას თანაბრად აკმაყოფილებს ნებართვის ორი ან მეტი მაძიებელი, მაშინ უპირატესობა მიენიჭება ნებართვის იმ მაძიებელს, რომელსაც მეტი ელექტროავტობუსი ექნება შემოთავაზებული.
5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის მიღებიდან არაუმეტეს ექვსი თვისა დაიწყოს ნებართვის პირობებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, აღნიშნული ვადა ნებართვის მფლობელის დასაბუთებული წინადადების საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ორი თვით მხოლოდ ნებართვის გამცემის მიერ წერილობითი თანხმობით.
1. დაუშვებელია მომსახურების გასაწევად საკონკურსო განაცხადით ავტობუსის შემოთავაზება, თუ:
ა) ავტობუსი არ აკმაყოფილებს ამ დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ბ) სალონში ჰაერის კონდიცირება ან/და გათბობა არ ხორციელდება;
გ) გადაკეთებულია მგზავრთა გადასაყვან ავტოსატრანსპორტო საშუალებად ან/და კუსტარულად აქვს დამატებული სავარძლები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დარღვევით;
დ) ავტობუსი არ არის ადაპტირებული შშმ პირებზე;
ე) ავტობუსი არ არის EURO 6 ემისიის სტანდარტის შესაბამისი ან ელექტროძრავის.
2. ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ფასდება და ნებართვის მაძიებელი არ შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად, თუ:
ა) წარმოდგენილი საკონკურსო განცხადება არ შეესაბამება სანებართვო პირობებს;
ბ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.