ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდრის №3 და №4 ქუჩებისათვის 2011 წელს ავღანეთში გმირულად დაღუპული სერჟანტ რეზო ბერიძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 12.06.2019
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27 25
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2019
matsne.gov.ge 251 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის N10-ე ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მიხეილ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 21.11.2018 ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოს მე-6 ქუჩისათვის და ამ ქუჩის შესახვევებისა და ჩიხებისათვის 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული დავით დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 10.04.2019 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის ცენტრალური ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 07.09.2022 ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოლომონ II-ის ქუჩა N59-ში მდებარე რაგბის მოედნისა და ტრიბუნისათვის ბეჟან ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 11.10.2018 ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს N12 ქუჩისათვის ნიკოლოზ აგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 14.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდრის №3 და №4 ქუჩებისათვის 2011 წელს ავღანეთში გმირულად დაღუპული სერჟანტ რეზო ბერიძის სახელის მინიჭების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №27 25 2019 წლის 12 ივნისი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდრის №3 და №4 ქუჩებისათვის 2011 წელს ავღანეთში გმირულად დაღუპული სერჟანტ რეზო ბერიძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 31 მაისის №16 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდრის 13 და 14 ქუჩებს მიენიჭოს 2011 წელს ავღანეთში გმირულად დაღუპული სერჟანტ რეზო ბერიძის სახელი (რუკა თან ერთვის). 2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“. 4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა 11). საკრებულოს თავმჯდომარე                                                   ალექსანდრე ლილუაშვილი