სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კავკასუსკრედიტის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №1190
2019 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
1. საქართველოს ეროვნული ბანკი ეთანხმება სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კავკასუსკრედიტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 220410623) ლიკვიდატორის 2019 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ ბანკში შემოტანილ განცხადებას და თანხმობას აცხადებს, რომ ლიკვიდატორმა სასამართლოში შეიტანოს განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ.
2. აღნიშნული განკარგულება გამოცემიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბაკის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nbg.gov.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (www.matsne.gov.ge)
3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
პაპუნა ლეჟავა.