სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერებს
1. 2018 წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგების განხილვისა და დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე).
2. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2020 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემების (ბიზნესგეგმის) დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე).
3. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალის 390,000 (სამას ოთხმოცდაათიათასი) ლარით გაზრდისა და საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე).
4.სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2019 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის დანიშვნის შესახებ (მომხსენებელი - საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);
5. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე).
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 2019 წლის 16 აგვისტო;
აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს დღის 14 საათიდან.
კრებაში მონაწილეობის უფლებისა და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის დადგენის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 74ა; ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 11 (საკონტაქტო პირი - ლუიზა ჩიკაშუა, ტელეფონის ნომერი: 599 15-88-06).
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრებას დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორს გააჩნიათ შემდეგი სახის რეკომენდაციები (გადაწყვეტილების პროექტები):
A.აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
·დამტკიცდეს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2018 წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილი სახით.
B. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
· დამტკიცდეს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2020 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემები (ბიზნეს-გეგმა) წარმოდგენილი სახით;
· სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2020 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემები განისაზღვროს 415,700 (ოთხას თხუთმეტი ათას შვიდასი) ლარით;
· საზოგადოების ბიზნეს-გეგმაში არსებითი ცვლილებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულის განხორციელების უფლება დირექტორს ექნება მხოლოდ მისი სათანადო დასაბუთებისა და სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში.
C. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
·გაიზარდოს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალი 390,000 (სამას ოთხმოცდაათი ათასი) ლარით და ის განისაზღვროს 1,040,000 (ერთი მილიონ ორმოცი ათასი) ლარით;
· სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალის ზრდა მოხდეს ერთი აქციის ნომინალური ღირებულების გაზრდით აქციების საერთო რაოდენობისა და აქციონერების წილების შენარჩუნებით;
· სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერების შენატანი გაზრდილ საწესდებო კაპიტალში განისაზღვროს მათი წილების პროპორციულად, კერძოდ შემდეგნაირად:
| № |
აქციონერის დასახელება |
შენატანის ოდენობა საწესდებო კაპიტალში (ლარი) |
||||
|
1. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი ქალაქი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
132,600 |
||||
|
2. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით |
101,400 |
||||
|
3. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
66,300 |
||||
|
4. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
42,900 |
||||
|
5. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ხულოს მუნიციპალიტეტი |
19,500 |
||||
|
6. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ქედის მუნიციპალიტეტი |
15,600 |
||||
|
7. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – შუახევის მუნიციპალიტეტი |
11,700 |
||||
|
ჯამი: |
390,000 · შევიდეს შემდეგი ცვლილებები სს „აჭარის წყლის ალიანსის“ წესდებაში, კერძოდ: a. მე-3 მუხლის (კომპანიის კაპიტალი. აქციები) 3.1 და 3.2 ქვემუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „3.1 კომპანიის საწესდებო კაპიტალი (შემდგომში – კაპიტალი) შეადგენს 1,040,000 (ერთი მილიონ ორმოცი ათას) ლარს. 3.2 კომპანიის კაპიტალი დაყოფილია 100 ჩვეულებრივ აქცია, ნომინალური ღირებულებით 10,400 ლარი ერთი და იმავე კლასის აქციებისათვის.“ b. მე-4 მუხლის (აქციონერები. მათი უფლებები და მოვალეობები) 4.2 ქვემუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „4.2 კომპანიის დამფუძნებელი აქციონერები, მათ საკუთრებაში არსებულ აქციათა მითითებით, არიან:
№ |
აქციონერის დასახელება |
საიდენტ. ნომერი |
აქციათა წილის ოდენობა (%) |
აქციების რაოდენობა (ცალი) |
აქციათა ნომინალური ღირებულება (ლარი) |
|
1. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი ქალაქი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
245576826 |
34 |
34 |
353,600 |
|
|
2. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, წარმოდგენილი აჭარის ავტონო-მიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით |
245429200 |
26 |
26 |
270,400 |
|
|
3. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
247001890 |
17 |
17 |
176,800 |
|
|
4. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
248428385 |
11 |
11 |
114,400 |
|
|
5. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ხულოს მუნიციპალიტეტი |
248056311 |
5 |
5 |
52,000 |
|
|
6. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – ქედის მუნიციპალიტეტი |
246762061 |
4 |
4 |
41,600 |
|
|
7. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი – შუახევის მუნიციპალიტეტი |
247865145 |
3 |
3 |
31,200 |
|
|
ჯამი: |
100 |
100 |
1,040,000 · დაევალოს საზოგადოების დირექტორს აღნიშნული ცვლილებები რეგისტრაციაში გატარდეს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; · დაევალოს საზოგადოების დირექტორს აღნიშნული ცვლილებების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ აქციათა რეესტრში რეგისტრაცია და რეგისტრირებული მფლობელებისთვის ახალი ამონაწერის გაცემა; · დაევალოს საზოგადოების აქციონერებს სამეწარმეო რეესტრში და აქციათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ 2019 წლის 1 აპრილამდე ვადაში უზრუნველყონ საწესდებო კაპიტალში წილობრივად შესატანი ფულადი თანხების (სულ 390,000 ლარი) საზოგადოების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა თავისი წილების პროპორციულად. D. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით: · დაევალოს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორს 2019 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის არჩევა მოხდეს „სახელმწიფო შესყიდვების კანონის“ შესაბამისად ტენდერის გამოცხადების საშუალებით; E. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით: · სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოში არჩეულ იქნეს შემდეგი წევრები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ................................., ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტიდან ................................., ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან .................................; სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორატი. |