„იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№412
სარეგისტრაციო კოდი
240110000.10.003.021432
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №412

2019 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2018, 240110000.10.003.020907)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის − „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან “ მე-3 მუხლის:

1. მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება უვადოდ, იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“.

2. მე-10 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სააგენტო უარს აცხადებს ბიზნესოპერატორის აღიარებაზე, თუ:

ა) სარეალიზაციო ობიექტი არ წარმოადგენს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტს;

ბ) სარეალიზაციო ობიექტი, რომელშიც შესაძლებელია, განთავსდეს 100 ტონაზე მეტი სარეალიზაციო მასალა (მსხვილი საწყობი), არ მდებარეობს დასახლებული ადგილებიდან,  კვების ობიექტებიდან, საკვების წარმოებისა და გადამუშავების ნაგებობებიდან, წყალმომარაგების ობიექტებიდან, სამკურნალო და სასწავლო დაწესებულებებიდან, პირუტყვისა და ფრინველთა სადგომებიდან არანაკლებ 50 მ-ის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სარეალიზაციო ობიექტში ხორციელდება მხოლოდ აგროქიმიკატის რეალიზაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე