„იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №203 |
|
2020 წლის 30 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81-82 პუნქტები:
„81. პირობითი აღიარების ვადის პერიოდში, ბიზნესოპერატორის მიმართვის საფუძველზე, სააგენტო აჩერებს პირობითი აღიარების ვადის დინებას იმ ვადით, რომელსაც ითხოვს ბიზნესოპერატორი. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე განახლდება პირობითი აღიარების ვადის დინება. ბიზნესოპერატორს ეკრძალება საქმიანობა იმ პერიოდში, როდესაც შეჩერებული აქვს პირობითი აღიარების მოქმედების ვადა.
82. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, თუ ბიზნესოპერატორს უარი ეთქვა პირობითი აღიარების ვადის გაგრძელებაზე და ის ისევ მიმართავს განცხადებით სააგენტოს აღიარების შესახებ, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ინსპექტირება. ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უარი ეთქმება აღიარებაზე.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. აღიარების გაუქმება
1. სააგენტო აუქმებს აღიარებას:
ა) ბიზნესოპერატორის მიმართვის საფუძველზე;
ბ) თუ ინსპექტირების დროს გამოვლინდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები;
გ) თუ ინსპექტირების დროს გამოვლინდა, რომ მისი საქმიანობა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სააგენტო აუქმებს პირობით აღიარებას, თუ პირობითი აღიარების ვადის გასვლის შემდეგ, განმეორებითი ინსპექტირების დროს გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორს შეჩერებული აქვს საქმიანობა ამ წესის მე-3 მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე.“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. გასაჩივრების წესი
ბიზნესოპერატორის აღიარების, პირობითი აღიარების თაობაზე ან აღიარების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.03.2020.
- როდის იქნა მიღებული „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 30.03.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №203. სარეგისტრაციო კოდი — 240110000.10.003.021915.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.03.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №203, 30.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.021915 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4839461/