„იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №9 |
|
2025 წლის 20 იანვარი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბიზნესოპერატორის აღიარება ან პირობითი აღიარება ხორციელდება სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის (ზედამხედველობის) შედეგების მიხედვით.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი (ზედამხედველობა).
4. ზედამხედველობის შედეგების მიხედვით, სააგენტო ახორციელებს ბიზნესოპერატორის აღიარებას, პირობით აღიარებას ან უარს აცხადებს ბიზნესოპერატორის აღიარებაზე ზედამხედველობის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში.“;
ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ ზედამხედველობის შედეგებით დადგენილი იქნება, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა ნაწილობრივ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და, ამასთანავე, არ არსებობს ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი, სააგენტო ბიზნესოპერატორს ერთი თვის ვადით ანიჭებს პირობით აღიარებას და აძლევს მითითებებს შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად.
7. პირობით აღიარების მინიჭებიდან ერთი თვის შემდეგ სააგენტო ახორციელებს განმეორებით ზედამხედველობას, რომლის საფუძველზე:
ა) ბიზნესოპერატორს არ ენიჭება აღიარება და უწყდება საქმიანობა იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა სრულად არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება უვადოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“;
გ) 82 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„82. თუ ბიზნესოპერატორს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე უარი ეთქვა უვადო აღიარების მინიჭებაზე და ის ისევ მიმართავს განცხადებით სააგენტოს აღიარების შესახებ, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ზედამხედველობა. ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ზედამხედველობის შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; წინააღმდეგ შემთხვევაში მას უარი ეთქმება აღიარებაზე.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო აუქმებს აღიარებას:
ა) ბიზნესოპერატორის მიმართვის საფუძველზე;
ბ) თუ ზედამხედველობის დროს გამოვლინდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები;
გ) თუ პირობითი აღიარების ვადის გასვლის შემდეგ, განმეორებითი ზედამხედველობის დროს გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორს შეჩერებული აქვს საქმიანობა.“.
|