„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№550
სარეგისტრაციო კოდი
240110000.10.003.023761
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №550

2022 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2014, 240110000.10.003.018341) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ მე-3 მუხლის:

1. მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ინსპექტირების შედეგებით დადგენილი იქნება, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ საწარმოს ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები და აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ბიზნესოპერატორს ერთი თვის ვადით, ხოლო გემ-საყინულესა და გემ-ქარხანას, რომელიც დაცურავს საქართველოს დროშის ქვეშ − 6 თვის ვადით ანიჭებს პირობით აღიარებას.

8. პირობითი აღიარების ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტო ახორციელებს განმეორებით ინსპექტირებას, რომლის საფუძველზე:

ა) პირობითი აღიარების ვადა გრძელდება 1 თვით, ხოლო გემ-საყინულისა და გემ-ქარხნის შემთხვევაში, რომელიც დაცურავს საქართველოს დროშის ქვეშ − 6 თვით, თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ბ) არ გრძელდება პირობითი აღიარების ვადა:

ბ.ა) თუ აღმოჩნდა ისეთი შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი;

ბ.ბ) თუ ბიზნესოპერატორს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად ევალება, დანერგოს და არ აქვს დანერგილი სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად;

გ) ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“.

2.  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9.  პირობითი აღიარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. თუ გემი-საყინულე ან გემი-ქარხანა დაცურავს საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ, ასეთი ბიზნესოპერატორის პირობითი აღიარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, განმეორებითი ინსპექტირების საფუძველზე, ბიზნესოპერატორი წყვეტს საქმიანობას ან ენიჭება აღიარება.“.

3. მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბიზნესოპერატორზე, რომელსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე მინიჭებული აქვს პირობითი აღიარება, ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს მინიჭებული პირობითი აღიარების ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2022.
როდის იქნა მიღებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.12.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №550. სარეგისტრაციო კოდი — 240110000.10.003.023761.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №550, 07.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023761 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5636823/