📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.08.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №257
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 353 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კაკაურიძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 02.11.2017 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 12.01.2021 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 24.12.2021 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რიგ მმართველობით ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მოწონების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 82% 24.07.2017 „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 17.11.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №257 2019 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: 1. ინსტრუქცია „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ (დანართი №1). 2. ინსტრუქცია „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი №2). 3. ინსტრუქცია „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი №3). 4. ინსტრუქცია  „გარანტიის შესახებ“ (დანართი №4). 5. ინსტრუქცია „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ (დანართი №5). 6. ინსტრუქცია „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ (დანართი №6). 7. ინსტრუქცია „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ (დანართი №7). 8. ინსტრუქცია „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ (დანართი №8). 9. ინსტრუქცია „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ (დანართი №9). 10.  ინსტრუქცია „თავისუფალი ზონის პროცედურის შესახებ“ (დანართი №10). 11. ინსტრუქცია „დროებითი შემოტანის პროცედურის შესახებ“ (დანართი №11). 12. ინსტრუქცია „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ (დანართი №12). 13. ინსტრუქცია „შიდა გადამუშავების პროცედურის შესახებ“ (დანართი №13). 14. ინსტრუქცია „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ“ (დანართი №14). 15. ინსტრუქცია „ექსპორტის პროცედურის შესახებ“ (დანართი №15). 16. ინსტრუქცია „რეექსპორტის შესახებ“ (დანართი №16). 17. ინსტრუქცია „მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის შესახებ“ (დანართი №17). 18. ინსტრუქცია „საქონლის განკარგვის შესახებ“ (დანართი №18). 19. დეკლარირების კლასიფიკატორი (დანართი №19). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და №2-II-01 – №2-II-03 დანართებისა, „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ​1“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. მუხლი 4🔗 ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი და №2-II-01 – №2-II-03 დანართები ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. მუხლი 5🔗 ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ​1“ ქვეპუნქტი და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 11 სექტემბრიდან.საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე