შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ირაკლი გელაშვილი, ნარი აბულაძე M818)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2019 წლის 29 აგვისტო

 

  
სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორი: გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, ტეტელაშვილის 8

ელფოსტა: specialist@mali.ge, სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ“ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდესსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

 

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: ქალაქი ხაშური, ქუჩა ჟორდანია №12, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო;ნაკვეთის წინა ნომერი: 69.08.04.037; დაზუსტებული ფართობი: 102.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 განაშენიანების ფართი: 91 კვ.მ.,საკადასტროკოდი: 69.08.58.042

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M818

უძრავი ნივთის მესაკუთრს სახელი და მისამართი:

ირაკლი გელაშვილი პ/ნ 01001078869, მის: საქართველო, ხაშურის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ხაშური, იური გაგარინის Iს შესახვევი, №2ა

ნარი აბულაძე პ/ნ 57001023196, მის: საქართველო, ხაშურის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ხაშური, 26 მაისის ქუჩა, №50

აუქციონის ჩატარების დრო: 09/09/2019 წლის 14:00 სთ-დან 12/09/2019 წლის 12:00 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი:

eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 648 531.17 ლარი

საწყისი ფასი შეადგენს კრედიტორის მოთხოვნის ოდენობისა და აუქციონის ხარჯების ჯამს, კერძოდ, კრედიტორის მოთხოვნა: 219 112.97 აშშ დოლარი. 1 აშშ დოლარი შეადგენს 2.9279 ლარს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 2019 წლის 26 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. აუქციონის საზღაური – 6 485.31 ლარი, ამონაწერის განახლების საფასური – 15 ლარი, სპეციალისტის საზღაური – 490 ლარი. მეორე აუქციონზე ხარჯებს დაემატება პუბლიკაციების საფასური 120 ლარი. მესამე აუქციონზე ხარჯებს დაემატება ისევ პუბლიკაციების საფასური 120 ლარი.

გარდამავალი უფლება: არა

სხვა უფლება: ფიქსირდება ქირავნობის უფლება. დამქირავებელი: შპს „BASKAN LTD“ ს/ნ 443855936; მესაკუთრე: ირაკლი გელაშვილი პ/ნ 01001078869; ნარი აბულაძე პ/ნ 57001023196; საგანი: შენობა №1 განაშენიანების ფართი: 91 კვ.მ., საბოლოო თარიღი 16/09/2017;

ქირავნობა, რეესტრის ნომერი №120884176, დამოწმების თარიღი 22/08/2012, ნოტარიუსი მ. მაღალდაძე.

 

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით. 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე. 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით. 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით; გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1 (ერთი) კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „ინდექსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

 

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი               გიორგი გოგშელიძე