|
აღმასრულებელი დირექტორი: გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, ტეტელაშვილის 8
ელფოსტა: specialist@mali.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
|
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M814
|
|
უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი:
გაზი დიქერ პ/ნ 18291000006 მის: თბილისი, აეროდრომის დას. IX ქ. N8ა
|
|
აუქციონის ჩატარების დრო: 17/09/2019 წლის 14:00 სთ_დან 20/09/2019 წლის 11:45 სთ-მდე
|
|
აუქციონის ჩატარების ადგილი:
eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”
|
|
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 1, 060 522.98 ლარი
საწყისი ფასი შეადგენს კრედიტორის მოთხოვნის ოდენობისა და აუქციონის ხარჯების ჯამს, კერძოდ, კრედიტორის მოთხოვნა: 356.761.09 აშშ დოლარი. 1 აშშ დოლარი შეადგენს 2.9415 ლარს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 2019 წლის 29 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. აუქციონის საზღაური - 10 605.23 ლარი, ამონაწერის განახლების საფასური - 15 ლარი, სპეციალისტის საზღაური - 490 ლარი. მეორე აუქციონზე ხარჯებს დაემატება პუბლიკაციების საფასური 120 ლარი. მესამე აუქციონზე ხარჯებს დაემატება ისევ პუბლიკაციების საფასური 120 ლარი.
|
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: გარდაბანი, სოფელი მარტყოფი; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1058.00 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: 81.10.17.371; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტი, შენობა-ნაგებობები N1, ფართით: 63.85, N2 ფართით: 45.86 კვ.მ; საკადასტრო კოდი: 81.10.17.489
|
გარდამავალი უფლება: არა
|
|
სხვა უფლება:
ფიქსირდება მეორე რიგის იპოთეკა. იპოთეკარი: სააქციო საზოგადოება“თიბისი ბანკი“; მესაკუთრე: გაზი დიქერ პ/ნ 18291000006; საგანი: დაზუსტებული ფართობი: 1058.00 კვ.მ და მასზე განთავსებული მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტი, შენობა-ნაგებობები N1, ფართით: 63.85, N2 ფართით: 45.86 კვ.მ.;
იპოთეკის ხელშეკრულება N1231231063398, დამოწმების თარიღი 19/10/2016, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
|
|
სარგებლობა:
ფიქსირდება იჯარის უფლება. მოიჯარე: შპს „მაე კომპანი“ ს/ნ 426532861, მესაკუთრე: გაზი დიქერ პ/ნ 18291000006; საგანი: მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით: 1058.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები; საბოლოო თარიღი: 01/02/2019
ხელშეკრულება უძრავი ქონების იჯარის თაობაზე, დამოწმების თარიღი 24/01/2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
|
|
ააუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:
1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით;
2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე;
3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით;
4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით; გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1(ერთი) კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „ინდექსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
|
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე.
|